”ჩვენ ვერ შევძელით ხმების დაცვა” - სალომე ზურაბიშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jan.'08 / 13:33

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ ვერ შეძლო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული ხმების დაცვა.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი უნდა განხდარიყო, 16 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა: ”უნდა ვაღიაროთ, რომ ვერ შევძელით ხმების დაცვა. ეს არის ჩვენი დიდი შეცდომა; ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება”.

ზურაბიშვილის განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ ოპოზიცია, ან სულ ცოტა კოალიციის რაღაც ნაწილი, აღიარებს, რომ მისი მოთხოვნა არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასთან დაკავშირებით უშედეგო გამოდგა და ახლა ყურადღების კონცენტირება საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს. თუმცა, ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა: ”[კოალიციას] ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ეს საკითხი გადასაწყვეტია”.

Civil.Ge © 2001-2024