მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციას ულტიმატუმის ენით საუბრის შეწყვეტას ურჩევენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jan.'08 / 10:43

ოპოზიციური კოალიციის 17 იანვრის განცხადება არის ულტიმატუმი, რომელიც ვერ შეუწყობს ხელს დიალოგს, განაცხადა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მმართველი პარტიიდან.

”როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ დიალოგისა და კონსულტაციებისკენ, საპასუხოდ ჩვენ გვესმის ულტიმატუმების ენა, რაც არასწორია,” - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

”სამწუხაროდ, ისინი [ოპოზიცია] ჩვენ მოწოდებებს დიალოგისკენ მიიჩნევენ, როგორც ხელისუფლების სისუსტეს; მათ უარი უნდა თქვან ამგვარ პოზიციაზე, ულტიმატუმები ვერ დაეხმარება დიალოგს და იმედი მაქვს, რომ ისინი შეცლიან თავიანთ პოზიციას,” - განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

ოპოზიციურმა კოალიციამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ ითანამშრომლებს მასთან. კოალიციამ ასევე რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა პარლამენტს.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა რადიო ”უცნობს” 17 იანვარს განუცხადა, რომ ოპოზიცია შეეცადა ეს მოთხოვნები ნინო ბურჯნაძესთან მოლაპარეკებების დროს დაეყენებინა. ”ჩვენ უნდა ვიჩქაროთ ამ საკითხების განხილვა ბურჯანაძესთან, სანამ ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია,” - განაცხადა უსუფაშვილმა. ”აქ ლეგიტიმურობის საკითხი დაცულია. ბურჯანაძეს აქვს ლეგიტიმურობა”.

Civil.Ge © 2001-2024