საპარლამენტო არჩევნები იგივე იქნება, რაც მეორე ტური - ლევან ბერძენიშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Jan.'08 / 19:14

გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იგივე იქნება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რასაც ოპოზიციამ ვერ მიაღწია, განაცხადა დეპუტატმა რეპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა 18 იანვარს.

რადიო ”უცნობში” საუბრისას მან განაცხადა, რომ ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ხელისუფლებისგან დათმობების მიღება და ეს მცდელობა არ უნდა აღიქვას საზოგადოებამ როგორც გარიგება.

”ჩვენ არ ვიბრძვით სამთავრობო პოსტებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იყო არაპირდაპირი შემოთავაზებები ხელისუფლების მხრიდან,” - განაცხადა ბერძენიშვილმა, ”რის გაკეთებასაც ახლა ვცდილობთ არის ის, რომ ვუზრუნველყოთ გარანტიები ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად”.

მან აღნიშნა, რომ ამ მცდელობის მთავარი ნაწილია საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა დონეზე თანაბარი წარმომადგენლობის ყოლა. ”ჩვენ გვჭირდება პარიტეტი საუბნო, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში,” - დასძინა მან.

მისი თქმით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ბერძენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციამ 2 ნოემბრის შემდეგ დაყენებული ყველა მოთხოვნის შესრულებას მიაღწია. თუმცა, ოპოზიციის მიერ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, რამდენიმე ვარიანტის განხილვა იგეგმება. ამ კუთხით მან აღნიშნა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამოძიება ერთ-ერთი მათგანია და დასძინა, რომ შესაძლოა სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.  
 


 

Civil.Ge © 2001-2024