აჭარის ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების ზაფხულში ჩატარებას მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Jan.'08 / 15:29

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარებას ყველა სხვა არჩევნებისაგან დამოუკიდებლად, ზაფხულის დასაწყისში ითხოვს, áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒáƒ¦áƒ›áƒ“ეგ შემთხვევაში ბათუმში საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს.  

”აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, კონსტიტუციურ ვადაში ზაფხულის დასაწყისში და არა 2008 წლის მიწურულს, როგორც ეს დაგეგმილია”, - განაცხადა 21 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან რომან დუმბაძემ.

2006 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2008 წლის შემოდგომაზე ერთდროულად უნდა გამართულიყო. თუმცა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გამართულ პლებისციტზე ამომრჩეველთა 79.7%-მა  საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანას დაუჭირა მხარი.  ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ გაფორმებას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ áƒáƒ¡áƒ”ვე აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს არ უნდა დაემთხვეს.

”წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მიტინგები გადმოინაცვლებს აჭარის ადმინისტრაციის წინ,”- აღნიშნა მან.

Civil.Ge © 2001-2024