უსუფაშვილი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სახალხო აჯანყებას გარდაუვლად მიიჩნევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Jan.'08 / 11:46

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები არ áƒ©áƒáƒ¢áƒáƒ áƒ“ება თავისუფლად და სამართლიანად ”სახალხო აჯანყება” გარდაუვალი იქნება.

”შემიძლია პირდაპირ გითხრათ, სახალხო აჯანყება გარდაუვალია, თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ისევე ჩატარდება, როგორც საპრეზიდენტო,” - განაცხადა მან, 

უსუფაშვილმა ეს განცხადება 21 იანვარს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას გააკეთა.    

Civil.Ge © 2001-2024