რეინტეგრაციის სამინისტროს სახელწოდება სოხუმის შეშფოთებას იწვევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jan.'08 / 14:07

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო áƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒ˜áƒ¡ áƒ¡áƒ¢áƒ áƒ£áƒ¥áƒ¢áƒ£áƒ áƒ˜áƒ¡áƒ—ვის სახელის გადარქმევამ რეინტეგრაციის áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატად áƒ™áƒ˜áƒ“ევ უფრო შეამცირა მოლაპარაკებების აღდგენის შანსები, იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

”ეს კიდევ ერთი ნაბიჯია მოლაპარაკებების პროცესის საბოლოოდ ჩიხში შესაყვანად,” - განაცხადა შამბამ, ”ჩვენ არ გავმართავთ მოლაპარაკებებს ამ სტრუქტურასთან და არც იმ პირებთან, რომლებიც ამ სამინისტროს წარმოადგენენ. ამას იმ შემთხვევაშიც კი არ გავაკეთებთ, თუ საქართველო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის შეთანხმების ჩარჩოებში დაბრუნდება”.

სოხუმმა თბილისთან მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ 2006 წლის ზაფხულში ზემო კოდორის ხეობაზე სრული კონტროლი აღადგინა. მას შემდეგ, აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობაში ძალების განთავსებით თბილისმა მოსკოვის შეთანხმება დაარღვია.


 

Civil.Ge © 2001-2024