ოპოზიციის მემორანდუმი
/ 29 Jan.'08 / 14:34

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს

მსოფლიო ქვეყნების მთავრობებს 
და საერთაშორისო ორგანიზაციებს

საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატების
და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადება

2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის და
2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვაცხადებთ, რომ:

• áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე დამოუკიდებელი დამკვირვებლების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბების და ძალადობის პირობებში, რამაც გამოიწვია პირდაპირი ზეგავლენა არჩევნების შედეგზე და კანონის დარღვევით არ დაინიშნა არჩევნების მე-2 ტური;

• áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ ცნობენ თვითგამოცხადებული “პრეზიდენტის“ მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმურობას და უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე და მის მთავრობაში ნებისმიერი თანამდებობების დაკავებაზე;

• áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები და  ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ წინააღმდეგობის კამპანიას კონსტიტუციური, მშვიდობიანი პროტესტის საშუალებების გამოყენებით;

• áƒ›áƒ˜áƒ’ვაჩნია რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რისთვისაც გადაუდებლად უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმური შედეგების დაძლევის მიზნით:
1. áƒ¡áƒáƒ”რთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით გადაითვალოს ამომრჩეველთა ხმები სადავო ოლქებში, მ.შ. ვიდეო-თვალის მონაცემების გამოყენებით;
2. áƒ™áƒ”ნჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევები გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები დაისაჯონ სისხლის სამართლის წესით;
3. áƒ’ანხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა;

პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით:
4. áƒ“აუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირები;
5. áƒ’ამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა,  პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები;
6. áƒ’ადაყენებულ იქნენ შს მინისტრი და გენერალური პროკურორი. რეორგანიზებულ იქნეს პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები (სოდ, კუდ, სასჯელ-აღსრულების სპეც-დანიშნულების დანაყოფი);
7. áƒ¨áƒ”იქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა: პარლამენტის საგამოძიებო კომისია (პარიტეტულ საწყისებზე) და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს;

სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით:
8. áƒ¡áƒáƒ–ოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით შემჭიდროებულ ვადებში,  გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით;
9. áƒ™áƒáƒ›áƒ£áƒœáƒ˜áƒ™áƒáƒªáƒ˜áƒ”ბის ეროვნული კომისია დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე;
10. áƒ áƒ”ალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, ე.წ. „მიჰნიკის ჯგუფი“;
11. áƒáƒ¦áƒ“გეს საჯარო დაწესებულებების, მ.შ. სასამართლოს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება;

არჩევნების პროცესის კანონიერად წარმართვის მიზნით:
12. áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (აპრილი). აჭარის პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს აჭარის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე (ივლისი);
13. áƒ áƒ”ფორმირებულ იქნეს დღეს მოქმედი ე.წ. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (winner takes all), იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად;
14. áƒ¡áƒ áƒ£áƒšáƒ˜ პარიტეტის პრინციპით (ანუ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების თანაბარი წარმომადგენლობით) დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია. ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. საოლქო და საუბნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების თანამდებობები განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;
15. áƒáƒ˜áƒ™áƒ áƒ«áƒáƒšáƒáƒ¡ საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა;
16. áƒ§áƒ•áƒ”ლა საარჩევნო უბანი აღიჭურვოს ვიდეო-თვალით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის;
17. áƒ¨áƒ”მუშავებულ იქნეს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია სადაც გათვალისწინებულ იქნება წინასწარი გამოკითხვების (Exit Poll) გამოქვეყნების, ამომრჩეველთა სიების შედგენის და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები, აგრეთვე საერთაშორისო დამკვირვებლების სხვა შენიშვნები.


გაერთიანებული ოპოზიციის
პრეზიდენტობის კანდიდატი:                                                      ლევან გაჩეჩილაძე

ახალი მემარჯვენეების ლიდერი
და პრეზიდენტობის კანდიდატი:                                        დავით გამყრელიძე

მომავლის პარტიის ლიდერი
და პრეზიდენტობის კანდიდატი:                                                    გია მაისაშვილი

ეროვნული ფორუმი:                                                                                 კახა შარტავა

თავისუფლება:                                                                 კონსტანტინე გამსახურდია

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის:                                   áƒ’ია თორთლაძე

კონსერვატიული პარტია:                                                                ზვიად ძიძიგური

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს:                                    ზურაბ ტყემალაძე

რესპუბლიკური პარტია:                                                           დავით უსუფაშვილი

საქართველოს გზა:                                                                 სალომე ზურაბიშვილი

ქართული დასი:                                                                            ჯონდო ბაღათურია

ჩვენ თვითონ:                                                                                       პაატა დავითაია

ხალხის პარტია:                                                                             კობა დავითაშვილი

 

Civil.Ge © 2001-2024