ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნების ნაწილს არ გაიზიარებს
/ 30 Jan.'08 / 19:42
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ნაწილი უკვე შეთანხმებულია მათთან, ნაწილზე მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა არის ისეთი მოთხოვნებიც, რომელიც ”არასერიოზულია” და ”ჩიხში მივყავართ”.

”ჩვენ წარსულში დაბრუნების მოთხოვნებს ვერ გავიზიარებთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა 30 იანვარს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა 12 ოპოზიციური პარტიის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის ის ნაწილი, სადაც საუბარია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადავო ოლქების ხმების გადათვლაზე.

”მომავალზე კონცენტრირებულ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა გავიზიარებთ,”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, ”მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ დავდგეთ ჩვენ პირად ამბიციებზე მაღლა. ჩვენი ამოცანა არის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მისი ინსტიტუტები, მისი კონსტიტუციური წყობა და თითოეული ადამიანის ინტერესები, შევქმნათ ძლიერი პარლამენტის, ძლიერი სასამართლო ხელისუფლება, კონტროლი იყოს ყველა ინსტიტუციის საქმიანობაზე áƒ“ა მზად ვარ, რომ ოპოზიცია ჩავრთო ყველა ამ საკონტროლო მექანიზმში”. 

ოპოზიცია ითხოვს პარიტეტულ წარმომადგენლობას საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა დონეზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში და ასევე სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის ეფექტური სისტემის შექმნას.

”ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, ოპოზიციის აზრი უნდა ისმოდეს: ან ქუჩიდან ან დარბაზებიდან,”- განაცხადა სააკაშვილმა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების მეორე ტალღას დაიწყებს 15 თებერვლიდან.

”ან ყველა ჩემი პირობა მიიღე, ანდა კარგად იყავი, ეს არის უკიდურესი არადემოკრატიული ფორმა გამოხატვის,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ”რაც უფრო ხმამაღლა გვეტყვით მე ან ჩემ მეგობრებს, ამითი უფრო კარგად არ გავიგონებთ, ჩვენ გავიგონებთ ყველაზე კარგად კონსტრუქციულ და წყნარ ნათქვამს თანამშრომლობის ენაზე”.

მისი თქმით, ქართველი ერი ზედმეტად მცირეა იმისათვის, რომ ჰქონდეს უფლება დაპირისპირების და ”რადიკალური ურთიერთგამიჯვნის”.

სააკაშვილის განცხადებით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მისცა სრული მანდატი, რათა ჩაატაროს კონსულტაციები ოპოზიციასთან და მიიღოს გადაწყვეტილებები ან ახლა ან გადადოს სამომავლოდ.

”ვფიქრობ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ნამდვილად შევძლებთ შეთანხმებას, ”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის მემორანდუმთან დაკავშირებით, ”მთელი რიგ საკითხებზე,  რაზეც ჩარჩო შეთანხმებები უკვე არსებობს, ნამდვილად გაგრძელდება დეტალებზე საუბარი, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც ჩვენ არც ვიხილავთ  - პირდაპირ შემიძლია ვთქვა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თუმცა მან არ დააკონკრეტა ოპოზიციის ის მოთხოვნები, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.

”მთავრობის წევრების ნდობის გამოცხადება უკვე ხვალ ხდება და ამის გადახედვა ვერ მოხერხდება,”- განუცხადა ბეჟაშვილმა 30 იანვარს Civil.ge-ს.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა გაიზიარებს ოპოზიციის მოთხოვნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სავალდებულო გახდება, რომ ახლადარჩეულმა პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცოს. 

მემორანდუმის სხვა მოთხოვნებზე დეპუტატები უმრავლესობიდან თავს არიდებენ კონკრეტულ საუბარს. áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, გარკვეული საკითხები დამატებით დაზუსტებას მოითხოვს უმრავლესობის რიგებში.

”ჩვენ მზად ვიქნებით, რომ რამოდენიმე დღეში ჩვენი პოზიცია გამოვაცხადოთ,”- განაცხადა მაჭავარიანმა.

პარლამენტის ხელმძღვანელობამ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არ შეწყვეტილა. áƒ—უმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

”მე ყოველთვის მომხრე ვიყავი დიალოგის და პრაქტიკულად, ეს დიალოგი არ შემიწყვეტია ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მე ახლაც მზად ვარ ეს დიალოგი გავაგრძელო, რაშიც ჩემი კოლეგებიც [საპარლამენტო უმრავლესობიდან] აქტიურად იქნებიან ჩართულები”.

ბურჯანაძის განცხადებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ოპოზიციასთან აქტიური კონსულტაციები გაგრძელდება.

Civil.Ge © 2001-2024