ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი შეიძინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Feb.'08 / 12:05

Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი ყაზახურ სახელმწიფო კომპანიას KazMunaiGas-ს მიყიდა, განაცხადა Greenoak-მა 5 თებერვალს. თუმცა, გარიგების თანხა არ გაუხმოვანებია.

Greenoak-მა ბათუმის ნავთობტერმინალი 1999 წელს იყიდა. კომპანიის თქმით, მან 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ტერმინალში. ამჟამად, ტერმინალის გამტარობა 15 მილიონ ტონაზე მეტს შეადგენს წელიწადში.

ბათუმის პორტი კი Greenoak-მა 2006 წელს შეიძინა 92 მილიონ აშშ დოლარად. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ პორტი არ გაყიდულა, არამედ მისი მართვის უფლება გადაეცა Greenoak-ს 49 წლით. თუმცა, Greenoak-მა ეს კატეგორიულად უარყო. ” Greenoak-მა იყიდა ბათუმის პორტი,” - áƒ’ანუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა მზია გეგენავამ Civil.Ge-ს 6 თებერვალს. Greenoak-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა მოგენს ჰანსენმა ასევე განაცხადა პრეს-რელიზში, რომ ბათუმის პორტი ”შეძენილ იქნა”.

Greenoak-ის განცხადებით, ის ამ ეტაპზე განაგრძობს ნავთობტერმინალის და პორტის მართვას ახალი მეპატრონის თანხმობით.    

KazMunaiGas-მა Greenoak-თან პარტნიორული ურთიერთობები 2006 წლის სექტემბერში დაამყარა, როდესაც áƒáƒ áƒ˜ კომპანია ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდა, რაც უზრუნველყოფდა მეტი ყაზახური ნედლი ნავთობის შემოდინებას ბათუმის ნავთობტერმინალში. 2007 წლის მარტში ორი კომპანია ბათუმში ერთობლივი საწარმოს - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე  შეთანხმდა.

”ყაზახეთის მონაწილეობით შესაძლებელი გახდება ნავთობის სტაბილური შემოდინება áƒ¡áƒáƒ¢áƒ áƒáƒœáƒ–იტო დერეფნის საშუალებით, რაც კიდევ 20 000 ქართველ მუშახელს დაასაქმებს. ბათუმის ნავთობტერმინალზე და ბათუმის პორტში უკვე დასაქმებულია 2 000 ადამიანი,” განაცხადა მოგენს ჰანსენმა. 

 

Civil.Ge © 2001-2024