სააკაშვილი მარტში აშშ-ს ეწვევა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Feb.'08 / 11:53

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ áƒ‘უში თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონში 19 მარტს შეხვდება, იტყობინება თეთრი სახლი.

”საქართველო არის ჩვენი მთავარი მოკავშირე ბრძოლაში ტერორის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ერაყში, და ასევე ღირებული პარტნიორი მნიშვნელოვან რეგიონში,” - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. ”პრეზიდენტს სურს, რომ მთელი რიგი საკითხები განიხილოს პრეზიდენტ სააკაშვილთან, მათ შორის ჩვენი ერთობლივი მცდელობები მსოფლიოში თავისუფლების და უსაფრთხოების ხელშეწყობის კუთხით; საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები; მცდელობები, რომელიც დაეხმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში; საქართველოს ხელისუფლების მცდელობები დემოკრატიული რეფორმების განხროციელების კუთხით, კერძოდ საპარლამენტო არჩევნების წინ და თანამშროლობა ენერგოუსაფრთხოების სფეროში”.

სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაპირველად გასული წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო გადაიდო. 

Civil.Ge © 2001-2024