პრემიერ-მინისტრი დუბაიში მიემგზავრება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Feb.'08 / 10:12

დღეს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე სამდღიანი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება, სადაც თავისუფალ ეკონომიკურ ზონებსა და ფინანსურ ცენტრს მოინახულებს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდება არაბეთის საამირო რას ელ ხაიმას შეიხს საუდ ბინ საქრ ალ ქასიმს, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური.

დაგეგმილია აგრეთვე ქალაქ რას ალ ხაიმას ”საქრ პორტის” და ინდუსტრიული ზონის, ასევე კომპანია ”დუბაი ვორლდ დეველოფმენთის” დათვალიერება.

14 თებერვალს ვლადიმერ გურგენიძე შეხვდება პორტებისა და მსოფლიო თავისუფალი ზონების ვიცე-პრეზიდენტ ჯამალ მაჯიდ ბინ ტანიას და ჯაფზას ეკონომიკური ზონის აღმასრულებელ დირექტორს სალმა ჰარიბს.

ამავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ეწვევა და შეხვდება აღმასრულებელ დირექტორს ნასსერ ალ საალის და მმართველს ომარ ბინ სულეიმანს.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ფინანსური ცენტრის შექმნას გეგმავს. ამავე საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით ამ კვირაში უყრის კენჭს, áƒ’ანიხილება áƒ¤áƒáƒ—ის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში საგადასახადო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების საკითხები.

არაბული კომპანია ”დუბაი პორტსი” და დუბაის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ”ჯავსას” კონსორციუმი ერთ-ერთია იმ სამ პრეტენდენტ კომპანიას შორის, რომელის ფოთის პორტისა და მისი მიმდებარე 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთის 49-წლიანი იჯარით ასაღებად ამ ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის მიზნით ბრძოლას განაგრძობს.

Civil.Ge © 2001-2024