მმართველი პარტიის მემორანდუმის საპასუხოდ ოპოზიცია საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს
/ 14 Feb.'08 / 19:46
სივილ ჯორჯია

მმართველმა პარტიამ ოპოზიციის 29 იანვრის მემორანდუმის საპასუხოდ 22-პუნქტიანი წინადადებები წარმოადგინა, სადაც ჩამოყალიბებულია ხელისუფლების პოზიცია თუ რომელი მოთხოვნების გათვალისწინებას აპირებს და რა ვადებში.

”პრაქტიკულად ყველა საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული ამ მემორანდუმში არის გათვალისწინებული,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 14 თებერვალს, ”ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან სერიოზული შეთავაზებები და ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ მოხდეს კონსენსუსის გზით შეთანხმება და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ ამ შეთანხმებების რეალიზაციისათვის”.

ოპოზიციამ áƒ›áƒ›áƒáƒ áƒ—ველი პარტიის წინადადებები შეაფასა, როგორც ”სამარცხვინო” და 15 თებერვლიდან საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდა.

ოპოზიციამ თავის მოთხოვნებს შორის სამი კონკრეტული საკითხი გამოყო, რომლის შესრულებასაც დაუყოვნებლივ ითხოვდა იმაში დასარწმუნებლად, რომ მმართველი პარტია მართლაც მზადაა შეასრულოს მიღწეული შეთანხმებები. ეს მოთხოვნები იყო: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თამარ კინწურაშვილის თანამდებობიდან გადაყენება და ”პოლიტპატიმრების” გათავისუფლება. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში განაახლებდა 5 თებერვლის შემდეგ შეწყვეტილ დიალოგს ხელისუფლებასთან.

საპასუხოდ თავის მემორანდუმში ხელისუფლება აცხადებს, რომ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ მიიღწევა ”სრული კონსენსუსი” და კონკრეტულ კანდიდატურებზე შეთანხმება, áƒ›áƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ¡ შუა რიცხვებამდე გადაიხედება.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს, მას თებერვლის ბოლომდე დაკომლექტებული სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დანიშნავს. 14 თებერვალს თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ გადადგება.

”პოლიტპატიმრებთან” დაკავშირებული მოთხოვნის საპასუხოდ, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ერთი კვირის განმავლობაში გათავისუფლდებიან  7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები და იქვე დასძენს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ პატიმართა სიაში უმრავლესობა არ უკავშირდება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს ან საერთოდ არ არის დაკავებული. ამდენად, გაურკვეველია რამდენი პატიმრის გათავისუფლებას აპირებს ხელისუფლება.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები 14-24 მაისის შუალედში გაიმართება. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების აპრილში დანიშვნას, ხოლო აჭარის უმაღლესი  საბჭოს არჩევნების ივლისში ჩატარებას მოითხოვდა. ამ უკანასკნელზე ხელისუფლება არაფერს ამბობს.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, 13 წევრიან საარჩევნო ადმინისტრაციებში, მათ შორის საოლქო კომისიაში, სადაც ოპოზიციას აქამდე წარმომადგენლობა არ ჰყავდა, წარმოდგენილი იქნება 6 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან. თუმცა ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციების სრული პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა.

მმართველი პარტია მზადაა, რომ არსებული მაჟორიტარული სისტემა  - მოგებულს ყველაფერი რჩება  - მარტის ბოლომდე შეცვალოს რეგიონული პროპორციული სიებით, რასაც ასევე ესაჭიროება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

გარდა ამისა, ხელისუფლება გამოდის ახალი ინიციატივით მხარეთა პარიტეტული მონაწილეობით შეიქმნას საარჩევნო დავების განხილვის სპეციალური საბჭო და ასევე საარჩევნო კოდექსში განახორციელოს  საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდირებული ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის ყველა საარჩევნო უბნის ვიდეო-თვალით აღჭურვა და მისი ავტომატურ რეჟიმში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ აიკრძალოს საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ”დაზუსტდება” საარჩევნო კოდექსის ეს ნორმები.

ხელისუფლება თავის მემორანდუმში არაფერს ამბობს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სადაო ოლქების გადათვლის მოთხოვნაზე და მხოლოდ იმას თანხმდება, რომ დაინტერესებულ პარტიებს მიეცეს ვიდეო-თვალის ჩანაწერის გაცნობის საშუალება, ხოლო საარჩევნო დარღვევები მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში გამოძიებული იქნას.

რაც შეეხება 7 ნოემბერს მომხდარი არეულობების გამოძიების საქმეს, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ”მასობრივი არეულობისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტებს” ახლად არჩეული პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს, თუმცა ამას მიცემა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება და ”არ მოჰყვება რომელიმე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა”.

მმართველი პარტიის მემორანდუმში საერთოდ არ არის საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და გენერალური პროკურორის ეკა ტყეშელაშვილის გადაყენების მოთხოვნებზე. წინასწარი განცხადებებით, მოსალოდნელი იყო, რომ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

სანაცვლოდ ხელისუფლება აცხადებს მზაობას ერთი თვის ვადაში შექმნას სპეციალური კომისია ორივე მხარის და ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც შეიმუშავებს შსს-ს რეფორმირებასთან და სამართალდამცავ ორგანოების მონიტორინგის საბჭოს შექმნასთან áƒ“აკავშირებულ წინადადებებს.

ამ გრძელვადიანი აქტივობის პარალელურად, ხელისუფლება ასევე მზადაა 15 მარტამდე შექმნას პოლიტიკური ძალების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე.
 
ხელისუფლება ასევე მზადაა ”კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში” აპრილის დასაწყისისთვის მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ახლადარჩეულ პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად წარედგინება მთავრობის შემადგენლობა. თუმცა მემორანდუმში დაკონკრეტებული არ არის იქნება ეს მთავრობის ძველი თუ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალებთან შეთანხმებული შემადგენლობა, რაშიც მდგომარეობს ამ საკითხზე ოპოზიციის მოთხოვნის არსი.

”მე იმედი მაქვს, რომ გამოხმაურება ოპოზიციის მხრიდან იქნება ადეკვატური,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”ასეთ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყოს ძალიან ნორმალური და პოლიტიკური პროცესები წარიმართოს შეთანხმების და კონსენსუსის გზით”.  

ოპოზიციის რეაქცია

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ”სამარცხვინოა” ხელისუფლების პასუხი áƒ›áƒáƒ— მოთხოვნებთან დაკავშირებით, რადგან მათი შეფასებით, ყველა მოთხოვნა იგნორირებულია. ოპოზიციური პარტიები 15 თებერვლიდან პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებენ.

”ეს არის უსინდისო და სამარცხვინო პასუხი მთელი იმ სამკვირიანი ისტერიის შემდეგ, როცა აცხადებდა ხელისუფლება, რომ 17 დან 15 პუნქტს აკმაყოფილებდა,”- განუცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან Civil.ge-ს, ”როცა ყველაფერ ამის შემდეგ უფლებას აძლევს ხელისუფლება თავის თავს და არცერთ საკითხს არ აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, რა დიალოგის გაგრძელებაზე უნდა იყოს საუბარი”. 

მისი თქმით, 15 თებერვალს áƒ“ღის 2 საათზე გაიმართება აქცია, სადაც ”საკადრის პასუხს მიიღებენ ხალხისგან”.

”ეს უბრალოდ არის ჩვენი გამოცდა. ჩვენ გამოცდას გვიწყობენ ხვალ მოვა ხალხი თუ არ მოვა,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან, ”გარწმუნებთ, რომ ხალხიც მოვა, რადიკალური აქციაც იქნება და ისევ ის იქნება, რაც მათ არ უნდათ. ჩვენ გვაქვს ჩვენ ხალხთან პასუხისმგებლობა და ჩვენ ხალხთან ერთად დავიწყებთ გარკვევას, თუ რა მოვუხერხოთ ამ მატყუარა და ცრუპენტელა ხელისუფლებას”.

დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა განაცხადა, რომ ის შეუერთდება ოპოზიციური კოალიციის საპროტესტო აქციას.

”ვმონაწილეობდით ყველა კონსულტაციაში ამ დიალოგის ფორმატში, მაგრამ საპასუხოდ მივიღეთ ბევრად უფრო უარესი შედეგი, ვიდრე ეს თითქოს მოლაპარაკებების დროს ჩანდა,”- განუცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”პრაქტიკულად არცერთ საკითხზე ჩვენ არ გვაქვს რეალური შედეგი, არ ჩანს კონკრეტული მზაობა ხელისუფლებისა, რომ გადაწყდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც იქ [ოპოზიციის მემორანდუმში] იყო ჩამოთვლილი და პრაქტიკულად არის იგნორირებული. არის მცდელობა, რომ ისევ  ნულოვანი მდგომარეობიდან გაგრძელდეს ყველაფერი”.

”მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა ეს ყველაფერი, საბჭოს წევრები დაახლოებით 12-ჯერ შეხვდნენ იქითა ჯგუფს [მმართველ პარტიას], რომ რაღაცნაირად კაბინეტურ რეჟიმში გადაწყვეტილიყო ეს პრობლემები. არ მოხდა ეს და არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა ხელისუფლებამ,”- განაცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ, მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.  

მმართველი პარტიის დეპუტატებმა áƒ’ანაცხადეს, რომ მათი წინადადებები კომპრომისულია და ოპოზიციის რეაქცია პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობაა.

”იმის ნაცვლად, რომ ეს შეთანხმებები განმტკიცებულიყო ხელმოწერით და დაწყებულიყო მისი განხორციელება, ვღებულობთ ასეთ განცხადებებს,”- განაცხადა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, მმართველი პარტიიდან, ”ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კვლავაც ცდილობს, რომ პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტიდან გადაიტანოს ქუჩაში და მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია. ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა განწირული იქნება”.

Civil.Ge © 2001-2024