ოპოზიციური კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით აპირებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Feb.'08 / 16:30

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს მონაწილეობას, განაცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა áƒ™áƒáƒ®áƒ კუკავამ  დღეს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. 

”ძალიან ბევრი თქვენთაგანის მხრიდან არის შეკითხვის საგანი - იქნება თუ არა ოპოზიცია ერთიანი,”- მიმართა კუკავამ აქციის მონაწილეებს, ”დღეს მინდა იცოდეთ ჩვენი პასუხი. გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიანი და არჩევნებში თქვენთან ერთად მივიღებთ ერთიანი სიით მონაწილეობას. და ჩვენ ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ ერთიანად საბოლოო გამარჯვებამდე”.

ოპოზიციას ერთიანობისაკენ მოუწოდა ასევე დღევანდელ მიტინგზე გამოსვლისას ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და განაცხადა, რომ ”საბოლოო გამარჯვებისთვის” საჭიროა ოპოზიციის ყველა ფრონტზე გაერთიანება.

გამყრელიძემ ”ხელისუფლების დამარცხების” მიზნით მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების ინიციატივა 14 თებერვალს თოქ-შოუ Primetime-ში გაახმოვანა და იქვე დასძინა, რომ მას ერთიან სარჩევნო სიაში პირველობაზე პრეტენზია არ ექნება.

Civil.Ge © 2001-2024