ოპოზიცია დიალოგის განახლებას აპირებს და შიმშილობის აქციაზე უარს ამბობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Feb.'08 / 14:21
სივილ ჯორჯია

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ განაცხადა, რომ გადაიფიქრა შიმშილობის აქციის დაწყება მას შემდეგ, რაც მიიღო მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს მათ მთავარ მოთხოვნებს, გამოაცხადა ლევან გაჩიჩილაძემ კოალიციის სახელით 22 თებერვალს.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის სანაცვლოდ ულტიმატუმის სახით სამ მოთხოვნას აყენებს: ყველა ”პოლიტიკურ პატიმრის” დაუყოვნებლივ გათავისუფლება; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის დაუყოვნებლივ გადადგომა და ცესკო-ს პარიტეტულად დაკოპლექტება; საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომა და არხის ახალი, მხარეებს შორის შეთანხმებული ადმინისტრაციის დანიშვნა.

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მან წინა ღამის განმავლობაში სატელეფონო მოლაპარაკებები აწარმოა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც ვენაში იმყოფება.

”მე მივიღე მტკიცე გარანტია ხელისუფლებისაგან, ნინო ბურჯანაძისაგან, რომ პოლიტიკური პატიმრები იქნებიან გამოშვებულები, 26-ში [თებერვალს] საქართველოს ტელევიზიას ეყოლება ახალი დირექტორი, 15 მარტამდე საქართველოს ეყოლება ახალი ცესკო-ს თავმჯდომარე და ამ სიტუაციაში მოხდება ყველა საკანონმდებლო თუ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საქართველოში მოიტანს თავისუფალ არჩევნებს და თავისუფალი არჩევნები, მგონია, საქართველოში მოიტანს იმ ხელისუფლებას, რომელიც დაამშვიდობებს ამ ხელისუფლებას ჩვენ ქვეყანას,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების წინაშე გამოსვლისას.

”შეგნებულად დღეს არ მივდივართ სიტუაციის გამწვავებაზე ვფიქრობ, რომ ჩემში გამოვნახო ის ძალა, რომ კიდევ ერთხელ, მაგრამ უკანასკნელად ვირწმუნო ყველაფერი ამისა და მთელ მსოფლიოს ვანახო ჩემ მეგობრებთან თუ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად, რომ ჩვენ áƒáƒ áƒ მარტო ქუჩის აქციები შეგვიძლია, არამედ ჩვენ ვართ ისეთი სერიოზული ხალხი, რომ მზად ვართ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ვმართოთ ეს ქვეყანა,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებას შიმშილობის აქციის გადაფიქრებასთან დაკავშირებით არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა ეროვნულ საბჭოში. áƒ™áƒáƒáƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ ლიდერებმა 21 თებერვალს გვიან ღამემდე აწარმოეს კონსულტაციები. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმის თანახმად, დაიწყებდნენ 22 თებერვალს შიმშილობის აქციას თბილისსა და საქართველოს ოთხ სხვა ქალაქში. თუმცა, იმავდროულად, საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე ხომ არ შეიცვლება გეგმები, უპასუხა: ”მთელი ღამე არის ჯერ წინ და ასევე ხელისუფლებისთვის, სხვათა შორის”.

”დღეს მიღებული გადაწყვეტილებით რესპუბლიკური პარტია კმაყოფილია, რადგან ვთვლით, რომ ამ გზით არის შესაძლებელი მეტი შედეგის მიღება,” -განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

”მეც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ზეწოლისთვის შიმშილობის ფორმა არის საკმაოდ ეფექტური, მაგრამ გარკვეული გარანტიები ხელისუფლებისგან მივიღეთ... ამიტომ ჩვენ ალბათ ყველა სხვა ფორმებიც  უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ ნორმალური სიტუაცია შევქმნათ არჩევნების წინ. ეს არის მთავარი მიზანი. სანამ არ ამოწურულა ეს შესაძლებლობები ,უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი - პარლამენტის ტრიბუნა, მოლაპარაკებაც,” - განაცხადა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.

კონსერვატიული პარტია, ისევე როგორც მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმი áƒ“ა კოლიაციის წევრი გოგა ხაინდრავა შიმშილობის აქციის დღის წესრიგიდან მოხსნის წინააღმდეგნი იყვნენ.  

”მიუხედავად იმისა, რომ მე და რამოდენიმე ჩემს მეგობარს გვქონდა განსხვავებული აზრი საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეროვნულმა საბჭომ წევრთა უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება,”- განაცხადა áƒ™áƒáƒ®áƒ კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან, ”ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო გათავისუფლებამდე, ჭეშმარიტად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნამდე”.  

”საბჭომ მიიღო გადაწყვტილება აქციის გადადების თაობაზე. ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვქონდა ამ საკითხზე, რადგანაც ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური პატიმრების მიმართ. ასეთ ვითარებაში ძნელია გვჯეროდეს ხელისუფლების ზეპირი დაპირებების. თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ აქცია დროებით გადაიდება. áƒ©áƒ•áƒ”ნ არ ვემიჯნებით საბჭოს,” - განაცხადა ეკა ბესელიამ მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.

”ხალხი არის გაცილებით რადიკალურად განწყობილი და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ჩვენი თავი ლამის დავმარხეთ,”- განაცხადა ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა.  

ახალი მემარჯვენეები, რომელთაც 29 იანვარს ასევე მოაწერეს ხელი ოპოზიციის მემორანდუმს, მიესალმნენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკების áƒ’ანახლების თაობაზე.

”მე პირადად, ვიყავი მომხრე ჩემ მეგობრებთან ერთად დღეს ჩვენ არ მიგვემართა პროტესტის ამ უკიდურესი ფორმისთვის, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა ყველაფერი... მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ დიალოგის რეჟიმში, იმ პირობით, რომ ჩვენ მოვახერხებთ სამშაბათს მივიღოთ უკვე საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი სამეურვეო საბჭო, სამშაბათს მივიღოთ კონსტიტუციაში ცვლილებები და კენჭი ვუყაროთ ამ ცვლილებებს. áƒ›áƒ” გაძლევთ პირობას, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებამ მოგვატყუა, თუ გადაწყვიტა ისევ დროის გაყვანის საშუალებით რაღაც მანიპულაციებით მოგვპაროს არჩევნები, მე ვიქნები იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც იდგება აქ და არ შეეგუება იმ სიყალბეს,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ აქციაზე.

ოპოზიციური კოალიციის გადაწყვეტილება მიანიშნებს მისი პოზიციის შერბილებაზე მმართველი პარტიის მიერ 14 თებერვალს გამოქვეყნებულ მემორანდუმში გახმოვანებულ წინადადებებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური მიმოხილველი იან ანთაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულია თავის მოქმედებებში და შიმშილობის აქციაზე უარის თქმით, შესაძლოა რადიკალური ამომრჩეველი დროებით გაანაწყენა, თუმცა პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის მოწინააღმდეგეთა მხარდაჭერა გაიმყარა.

”ოპოზიცია საკმაოდ თანმიმდევრული ჩანს áƒ—ავის მოქმედებებში,”- განუცხადა Civil.ge-ს ია ანთაძემ, ”სხვა საკითხია ფორმები. გარწმუნებთ, რომ შიმშილობის უკიდურეს ფორმას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები და ამ უკანასკნელთა რიცხვი შეიძლება გაცილებით ბევრიც იყოს”.

გასულ კვირას ოპოზიციურმა áƒ™áƒáƒáƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒ› განაცხადა, რომ ”მასობრივი შიმშილობის აქციას” დაიწყებდა áƒ“ა ”კარვების ქალაქებს” გამართავდა, თუ მათი მოთხოვნები 22 თებერვლამდე არ დაკმაყოფილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია აცნობიერებს, რომ ეს მოთხოვნები სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის, მათ სჭირდებათ პოლიტიკური დივიდენდები დაანახონ თავიანთ მხარდამჭერებს, რომლებიც უფრო რადიკალურები არიან თავიანთ მოთხოვნებში.   

”საზოგადოებას სჭირდება იმაში დარწმუნება, რომ ხელისუფლებას აქვს ნება არ გაყალბდეს არჩევნები. იმის გამო, რომ ეს ნება არ ჩანდა, საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა პროცესების გამწვავებასთან დაკავშირებით და თუ აღმოჩნდება ხვალ, რომ დაპირება არ სრულდება, მაშინ ისევ დაიძაბება სიტუაცია და ამას არაფერი ხელს არ შეუშლის,”- აცხადებს ანთაძე, ”როგორც ჩანს ოპოზიცია სხვადასხვა ფორმებით იქამდე გააგრძელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს”.   

Civil.Ge © 2001-2024