საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 27 კანდიდატი ცნობილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'08 / 15:43

პარლამენტი დღეს კენჭს უყრის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების მიზნით 27 კანდიდატურას, საიდანაც 9 კანდიდატი იქნება საბჭოში არჩეული.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად პრეზიდენტმა პარლამენტს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად სამ-სამი კანდიდატი წარუდგინა:

ვანო თარხნიშვილი - ფონდი "არტ-ბრიჯის" თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი;
ბაკურ სულაკაური - გამომცემელი;
გიორგი ჭანტურია - "ქართული ანიმაციური სტუდიების" დირექტორი, რეჟისორი.

გიორგი ანჩაბაძე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
გიორგი თოფურია - საკონსულტაციო კომპანია შპს "საქართველოს.კომ"-ის გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი;
ლოლა ხასია.

იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ áƒžáƒ áƒáƒ¤áƒ”სორი, სოციოლოგი;
ერეკლე ტრიპოლსკი - სტუდია "მარაო-" ს დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი;
სოსო ცინცაძე - პოლიტოლოგი.

თამარ დეკანოსიძე - კომპანია "ჯი-ემ-თი" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
რუსუდან თელია - "ეისითი" ოპერაციული დირექტორი;
ირმა სოხაძე - ევრაზიის ტელევიზიისა და რადიო აკადემიის ნამდვილი წევრი.

ვილი გრიგორიანი - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი;
ზურაბ ხარატიშვილი - საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG აღმასრულებელი დირექტორი;
მაია ჭილაშვილი - ფონდი "ALPE" საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციები მენეჯერი.

დავით ტურაშვილი - მწერალი, მთარგმნელი;
თამაზ ტყემალაძე - დროებით უმუშევარი;
მიხეილ ჭიაურელი - კინოსტუდია „ქართული ფილმი" და ტელეფილმების დამდგმელი რეჟისორი;საქართველოს საპარტიარქოს ტელევიზია „ივერია"-რეჟისორი.  

ნინო დანელია - ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის პროგრამის კოორდინატორი;
მარინა ვეკუა - საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
მაია მიქაშავიძე - განათლების ადმინისტრატორი.

ლევან გახელაძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო სახ. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთიობის დეპარტამენტის უფროსი;
პაატა ვეშაპიძე - ჟურნალისტი, გაზეთ ”24 საათის” რედაქტორი;
ზაურ ხალილოვი - ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" გამგეობის წევრი.

გია გუგუშვილი - ფერმწერი, სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი;
ვლადიმერ უგულავა - "ტაო პრივატბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
მამუკა ფაჩუაშვილი - გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ დღეს და გუშინ გამართული მოლაპარაკებები ”კონსტრუქციულად” შეაფასა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმების შედეგად შეირჩა, ”ჩვენ ვეცადეთ, რომ კანდიდატურები წარმოდგენილიყო არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ საზოგადოებაში მათი ადგილიდან და ნდობიდან გამომდინარე”.

ჯერ-ჯერობით არცერთი მხარე არ ასახელებს, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.

თუმცა ნინო ბურჯანაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ახალ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისთანავე გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი. ახალ დირექტორს, რომელიც ასევე მხარეებს შორის შეთანხმებით შეირჩევა, საბჭო ამის შემდეგ დანიშნავს.


 

Civil.Ge © 2001-2024