საპარლამენტო არჩევნები მაისში ჩატარდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'08 / 17:52

პარლამენტმა 183 ხმით, ერთხმად დაუჭირა პირველი მოსმენით მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნები გაიმართება მაისში.

აღნიშნული ცვლილებით კონსტიტუციაში აისახა 5 იანვრის პლებისციტის შედეგები, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა 79%-მა მხარი დაუჭირა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას.

ოპოზიციამ მიესალმა ამ ცვლილებას, როგორც მრავალთვიანი მცდელობის შედეგს.

გარდა  ამ ცვლილებისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის რწმუნებულების სტატუსის კონსტიტუციურ განსაზღვრას. პროექტის თანახმად, გუბერნატეორები სახელმწიფო ზედამხედველობას გაუწევენ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, თუმცა მათი სხვა უფლებამოსილებანი შესაბამისი კანონით დარეგულირდება.

პროექტი ასევე განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტში პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერების თანამდებობების შემოღებას, იმ პირობით, რომ ამ სტატუსს მოქმედი მინისტრები შეითავსებენ. თუმცა ეს ინსტიტუტი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევა.

დეპუტატებმა დღეს კენჭი არ უყარეს და მომავალი კვირისათვის გადადეს მეორე საკონსტიტუციო პროექტი, სადაც ოპოზიციასთან ჯერ კიდევ შეუთანხმებელია პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 4-დან 5 წლამდე გაგრძელების საკითხი და პრეზიდენტის უფლებამოსილება დასვას მთავრობის ნდობის ან პარლამენტის დათხოვნის საკითხი პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში.  áƒáƒ¡áƒ”თი უფლება დღეს პრეზიდენტს მხოლოდ ბიუჯეტის კანონთან მიმართებაში აქვს.
ასევე შეუთანხმებელი რჩება მაჟორიტარული სისტემის რეგიონული პროპორციული სისტემით შეცვლის საკითხიც. აღნიშნული კანონპოექტი ასევე ითვალისწინებს, საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირებას, რაც მხარეებს შორის დავას არ იწვევს.

 

Civil.Ge © 2001-2024