სააკაშვილი ბაღაფშისგან ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Feb.'08 / 16:23
სივილ ჯორჯია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს კატეგორიულად მოუწოდებს გაათავისუფლოს ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია. áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒáƒ¦áƒ›áƒ“ეგ შემთხვევაში, მან განაცხადა, რომ გასცემს ბრძანებას ჟურნალისტის გათავისუფლების პროცესში ქართული პოლიცია ჩაერთოს.

”ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, მიმდინარეობს მისი [ჟურნალისტის] არა მხოლოდ დაკითხვა, არამედ წამება სოხუმის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორში და მე მინდა ვუთხრა სერგეი ბაღაფშს და კარგად მომისმინოს მისთვის ძალიან კარგად გასაგებ ქართულ ენაზე, მინდა ვუთხრა - ან ბაღაფში დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას თავის უკანონო მილიციას, რომ შეწყვიტოს წამება და გაათავისუფლოს დაჭერილი ჟურნალისტი, მოტაცებული ჟურნალისტი, ან მე საქართველოს პრეზიდენტი მივცემ სრულიად კანონიერ ბრძანებას საქართველოს პოლიციას გაათავისუფლოს áƒ‘ასილაია სოხუმში. ახლა არჩევანი არის ბაღაფშის და არა ჩვენი და მე ამას ვითხოვ დაუყოვნებლივ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე,” - განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია ”მზის” ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაია ენგურის ხიდთან 26 თებერვალს მაშინ დააკავეს, როცა ის ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას აფხაზეთში მიმდინარე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. საარჩევნო პროცესი აფხაზეთში უკვე დაწყებულია რუსი სამშვიდობოებისათვის და რუსული პასპორტების მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლებისათვის, რაზეც თბილისმა პროტესტი უკვე გამოხატა.  

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 27 თებერვალს სოხუმში გაეროს ადამიანთა უფლებების უმაღლეს კომისართან ლუიზ არბურთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ áƒ“აკავებული ქართველი ჟურნალისტი სასამართლოს წინაშე წარდგება აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად. áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ური მხარე ქართველ ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს.

სერგეი ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს და სტუდენტებს ბევრჯერ განუხორციელებიათ პროვოკაციული ქმედებები გალის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. გასული წლის მარტში აფხაზურმა მხარემ სამი ქართველი სტუდენტი დააკავა და ”აფხაზეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მოტივით გაასამართლა. áƒ—უმცა, ერთ თვეში ისინი გაათავისუფლა.   

ბაღაფშმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ წინა შემთხვევებში აფხაზურმა მხარემ ”კეთილი ნება” გამოიჩინა და გაათავისუფლა ყველა დაკავებული. ”თუმცა, ჩვენი კეთილი ნების ჟესტი არაადეკვატურად იქნა აღქმული თბილისში. ამიტომაც, ამიერიდან საქართველოს ვეღარ ექნება ამგვარი ქმედებების იმედი,”  - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ასევე დასძინა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ასევე დაგმეს ინციდენტი და áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის áƒ®áƒ”ლისუფლებას ჟურნალისტის დაუყონებლივ გათავისუფლება მოსთხოვეს.     

”კატეგორიულად áƒ›áƒáƒ•áƒ˜áƒ—ხოვთ სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული ქართველი ჟურნალისტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთავთ ყველა შესაბამის მექანიზმს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს მომავალში,”- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 27 თებერვალს.

”ნებისმიერი ადამიანის გატაცება ეს არის მძიმე კრიმინალური დანაშაული, ხოლო ჟურნალისტის გატაცება მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც თავის შინაარსით სცილდება მხოლოდ კრიმინალური დანაშაულის ფარგლებს და გადადის იგივე რანგში, როგორც არის ტერორისტული ქმედება,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

 

 

Civil.Ge © 2001-2024