გაჩეჩილაძე ოპოზიციის შესაძლო დაყოფის ტაქტიკაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Feb.'08 / 10:34

ოპოზიციური კოალიციის ყოფილმა პრეზიდენტობის áƒ™áƒáƒœáƒ“იდატმა, დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ კოალიციის გაყოფა, თუ ეს მოხდება, უფრო საარჩევნო ტაქტიკის ნაწილი იქნება, ვიდრე უთანხმოების ნიშანი.  

დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან 28 თებერვალს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხს განიხილავს. თუმცა, მან და პარტიის სხვა ლიდერებმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

ლევან გაჩეჩილაძემ მოგვიანებით იმავე დღეს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები არჩევნების წინ ოპოზიციის ტაქტიკაზე.

”არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რესპუბლიკელებმა შესაძლოა დამოუკიდებლად იყარონ კენჭი, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს,” - განაცხადა მან. ”არსებობს ვარიანტი, რომ რესპუბლიკელებმა შეიძლება დატოვონ კოალიცია, ასევე ზოგიერთმა სხვა პარტიამაც, ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა მაქსიმალური მეტი ხმები მივიღოთ”.

რესპუბლიკელების áƒ’ანცხადებით, პარტია 29 თებერვალს მისი გეგმების შესახებ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.  

Civil.Ge © 2001-2024