დანიის პრემიერ-მინისტრი: ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Mar.'08 / 10:50

აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან 1 მარტს მის ტეხასის რანჩოზე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ”მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის საქართველოს და უკრაინას ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ სამიტზე.

”ნატოსა და ევროკავშირის საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწვდით მსურველ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობებს ევროპასთან áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ”ბის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში. და ჩვენ მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავუგზავნით ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან,” - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველომ ”ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს მიაღწია” ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

”ის, რაც 2-3 წლის წინ მეც კი მეჩვენებოდა მიუღწეველ უტოპიად, დღეს არის სრულიად რეალური,” - განაცხადა მან, ”2008 წლის 5 აპრილს ბუქარესტში იმართება ნატოს სამიტი, სადაც ერთ-ერთ საკითხად, როგორც ჩანს განიხილება, უკრაინისათვის და საქართველოსათვის ნატოს წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ეს არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი ზღვარი ჩვენი ქვეყნისთვის”.   

 

Civil.Ge © 2001-2024