საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'08 / 15:11

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გამართულ პირველ სხდომაზე დააკმაყოფილა არხის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადება გადადგომის თაობაზე და მის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსდება. გენერალური დირექტორის მოვალეობას კი დროებით ლევან გიორგაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე áƒ¨áƒ”ასრულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დღესვე 9-წევრიანმა სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარედ ირაკლი ტრიპოლსკი აირჩია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის რეკომენდირებული კადრია; ხოლო მის მოადგილედ ლევან გახელაძეს დაუჭირა მხარი. გახელაძე მმართველი პარტიის პროტეჟეა.

Civil.Ge © 2001-2024