ბურჯანაძე და ბაქრაძე ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Mar.'08 / 18:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს შტაბბინაში საქართველოს მიმართ განწყობა ”პოზიტიურია”.

საქართველომ ალიანსის 5 აპრილის სამიტის წინ, რომელიც ბუქარესტში გაიმართება, áƒáƒ¤áƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ áƒáƒ“ მიმართა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით.

”მე წინასწარ ნამდვილად არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ის, რომ განწყობა áƒáƒ áƒ˜áƒ¡ საქართველოს მიმართ პოზიტიური, ეს ნამდვილად არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ასევე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, გამართულ საუბარს ”გულახდილი” უწოდა.

”აბსოლუტურად გახსნილად და გულახდილად ვისაუბრეთ იმაზე რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ბუქარესტი იყოს წარმატებული სამიტი და რა შანსები აქვს საქართველოს ამ სამიტზე გახდეს ნატოს წევრობის კანდიდატი,”- განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”გენერალური მდივნის მხრიდან კიდევ ერთხელ  დაფიქსირდა, რომ  საქართველომ პრაქტიკულად უნაკლოდ შეასრულა საშინაო დავალება და გატარებული რეფორმების თვალსაზრისით ქვეყანას არანაირი პრობლემა არ აქვს”.

 

 

Civil.Ge © 2001-2024