ნატოს მინისტერიალი საქართველოს შესახებ იმსჯელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Mar.'08 / 10:25

ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები 6 მარტს იმსჯელებენ საქართველოს და უკრაინის მისწრაფებაზე შეუერთდნენ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ.

”ეს აზრთა გაცვლის პირველი შესაძლებლობა იქნება მინისტრების დონეზე იმის შესახებ, თუ რა შეხედულება აქვთ მინისტრებს ამ საკითხზე და რა პასუხის გაცემა სურთ ამაზე,” - განაცხადა მან 5 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე 5 მარტს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდნენ.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს რეფორმები და მისი მისწრაფება ნატოში.

”ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად მოკავშირეები დადებითად არიან განწყობილნი საქართველოს რეფორმების და მათი შედეგების მიმართ,” - განაცხადა მან, ”გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ შემდგომი მუშაობაა საჭირო ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და [ნატო] ასევე ელის მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება მინიმალური ტექნიკური გართულებებით”.

”და მეორე, მათ განიხილეს საქართველო მისწრაფება შეუერთდეს წევრობის სამოქმედო გეგმას. სპიკერმა [ნინო ბურჯანაძემ] და მინისტრმა [ბაქრაძემ] გაახმოვანეს საქართველოს პოზიცია და გენერალური მდივანი დაპირდა მათ, რომ ამ გზავნილს მიაწვდიდა ელჩებს და აღნიშნა, რა თქმა უნდა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები აქ შეიკრიბებიან ჩრდილოეთ-ატლანტიკურ საბჭოში, სადაც განიხილება საქართველოს და უკრაინის წევრობის მისწრაფებები,” - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ორივემ, საქართველომ და უკრაინამ, აღნიშნეს თავიანთი ”ძლიერი დაინტერესება” áƒ˜áƒ›áƒáƒ¨áƒ˜, რომ áƒáƒžáƒ áƒ˜áƒšáƒ¨áƒ˜ ბუქარესტში დაგეგმილ სამიტზე მიიღონ áƒœáƒáƒ¢áƒáƒ¡ წევრობის სამოქმედო გეგმასთან შეერთების მოწვევა.   

 

Civil.Ge © 2001-2024