გაბაშვილი რუსული სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო შეწყვეტაზე მიანიშნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'08 / 18:27

საქართველომ აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, შესაძლოა დაიწყოს მსჯელობა შეთანხმებებიდან გამოსვლის თაობაზე, რასაც მოყვება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 7 მარტს.

”რუსეთის ეს გადაწყვეტილება გვიხსნის ხელებს და საშუალებას გვაძლევს  ცალმხრივად და წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოვიდეთ კონფლიქტების რეგიონებთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან,” - განაცხადა გაბაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა ის შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში რუსული სამშვიდობო ძალებია განლაგებული.

2006 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო áƒ“ადგენილება, რომელიც ავალებდა მთავრობას დაეწყო შესაბამისი პროცედურები, რასაც მოყვებოდა რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეწყვეტა აფხაზეთსა და სამხრე ოსეთში. თუმცა, მას შემდეგ ამ კუთხით რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

პარლამენტის სხდომაზე საუბრისას კოტე გაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე არის, ”შემიძლია პირდაპირ ვთქვა, ანექსია”.

”ჩვენ [საქართველოს პარლამენტმა] უნდა მივიღოთ განცხადება, რომელშიც იქნება ნათელი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რათა აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,” - განაცხადა მან. გაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ áƒ£áƒœáƒ“ა გაიმართოს კონსულტაციები ოპოზიციურ დეპუტატებთან, რათა პარლამენტმა ერთხმად მიიღოს განცხადება, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ¡ შემუშავებაც ჯერ არ დაწყებულა. 

Civil.Ge © 2001-2024