თბილისი აფხაზეთის მილიტარიზაციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ აფრთხილებს
/ 8 Mar.'08 / 13:23
სივილ ჯორჯია
საქართველო აცხადებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აფხაზეთის მილიტარიზაციის მიმართ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ.

7 მარტს ეროვნული უშიშროების სხდომაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოყვეს აფხაზეთის მილიტარიზაციას.  

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის გამოსვლა 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან რისკს შეიცავს, რადგანაც დოკუმენტი ფინანსური და სავაჭრო სანქციების გარდა, აფხაზეთთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს.

”და­áƒ›áƒ­áƒ£­áƒ™áƒ˜­áƒ“ე­áƒ‘ელ სა­áƒ®áƒ”ლ­áƒ›­áƒ¬áƒ˜­áƒ¤áƒ­áƒ—ა თა­áƒœáƒ­áƒ›áƒ”­áƒ’ობ­áƒ áƒ­áƒ‘ის მო­áƒœáƒ­áƒ¬áƒ˜­áƒšáƒ” სა­áƒ®áƒ”ლ­áƒ›­áƒ¬áƒ˜­áƒ¤áƒ­áƒ”­áƒ‘ი აღ­áƒ™­áƒ•áƒ”­áƒ—ენ კონ­áƒ¤­áƒšáƒ˜áƒ¥­áƒ¢áƒ˜áƒ¡ ზო­áƒœáƒ­áƒ¨áƒ˜ მა­áƒ—ი მო­áƒ¥áƒ­áƒšáƒ­áƒ¥áƒ”­áƒ”­áƒ‘ის ან მა­áƒ—ი ტე­áƒ áƒ˜­áƒ¢áƒ­áƒ áƒ˜­áƒ˜­áƒ“ან, ან­áƒ“ა მა­áƒ—ი დრო­áƒ¨áƒ˜áƒ— ხო­áƒ›áƒáƒš­áƒ“ე­áƒ‘ი­áƒ¡áƒ თუ თვით­­áƒ›­áƒ¤­áƒ áƒ˜­áƒœáƒ­áƒ•áƒ”­áƒ‘ის გა­áƒ›áƒ­áƒ§áƒ”­áƒœáƒ”­áƒ‘ით შე­áƒ˜­áƒ­áƒ áƒ­áƒ¦áƒ”­áƒ‘ის, ყვე­áƒšáƒ სა­áƒ®áƒ”­áƒ­áƒ‘ის შე­áƒ¡áƒ­áƒ‘ა­áƒ›áƒ˜­áƒ¡áƒ˜ ტექ­áƒœáƒ˜­áƒ™áƒ˜­áƒ¡áƒ და სა­áƒ—ა­áƒ“ა­áƒ áƒ˜­áƒ’ო ნა­áƒ¬áƒ˜­áƒšáƒ”­áƒ‘ის, სა­áƒ­áƒ›áƒ­áƒ áƒ˜ მა­áƒ¡áƒ­áƒšáƒ”­áƒ‘ის, სამ­áƒ®áƒ”დ­áƒ áƒ სატ­áƒ áƒáƒœ­áƒ¡­áƒžáƒáƒ ­áƒ¢áƒ სა­áƒ¨áƒ£­áƒ­áƒšáƒ”­áƒ‘ე­áƒ‘ი­áƒ¡áƒ და მოწ­áƒ§áƒ­áƒ‘ი­áƒšáƒ­áƒ‘ის გა­áƒ§áƒ˜áƒ“­­áƒ•áƒáƒ¡ ან მი­áƒ¬áƒ­áƒ“ე­áƒ‘ას,” - ნათქვამია შეთანხმებაში. ის ასევე მოუწოდებს დსთ-ს სახელმწიფოებს აღკვეთონ საკუთარი მოქალაქეების დაქირავება და მათი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში იქ მოქმედ ნებისმიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისათვის.

”მინდა დღეს მკაცრად დავაფიქსირო საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოზიცია,” - განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აფხაზეთში სამხედრო ძალების, ტექნიკის, სამხედრო ინსტრუქტორების, დაქირავებული სამხედრო ძალის შემოყვანაზე. ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აფხაზეთის მილიტარიზაციაზე”.

მისი თქმით, რუსეთის ამგვარი ქმედება არის ”ძალიან საშიში პროვოკაცია”, რომელიც მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას მთელი კავკასიის რეგიონში. ” საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი პროცესების განვითარების სცენარი თავიდან აიცილოს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი; ეს იყო, მისი თქმით, რუსეთის დემარში დასავლეთის წინააღმდეგ კოსოვოს აღიარების საპასუხოდ.

”რუსეთის ყველა დონის თანამდებობის პირები გვაფრთხილებდნენ, რაც ამ გადაწყვეტილების წინაპირობა იყო, რომ ისინი კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით, ამერიკისა და დასავლეთისთვის პასუხის გაცემას სწორედ საქართველოსთან, კერძოდ, აფხაზეთთან მიმართებაში აპირებდნენ,” - განაცხადა მან, ”მათ სწორედ ასე, პირდაპირ განგვიცხადეს ჩვენი მოსკოვში ყოფნის დროს”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 თებერვალს მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ”რუსულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ ის არ აღიარებს არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს”. თუმცა, 27 თებერვალს რუსეთის საგარეო უწყებამ კატეგორიულად უარყო ის, რომ დაარწმუნა თბილისი, რომ მოსკოვი არასოდეს აღიარებდა აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს.

7 მარტს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლის დრო ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ, რომლის დროსაც საქართველოს სურს მიიღოს წევრობის სამოქმედო გეგმაში გაწევრიანების მოწვევა, ”შემთხვევითი” არ იყო.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კურსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ, ბუქარესტის ნატოს სამიტის მომზადებისკენ,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ნატოს სამიტის წინ იდგმება ეს ნაბიჯები, მაგრამ საქართველო არ უნდა აცდეს თავის სტრატეგიულ, მთავარ მიმართულებას”. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 6 მარტს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”გადაწყვეტილება მიღებული არ არის” საქართველოსთვის MAP-ის მიცემის  თაობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ბუქარესტის სამიტამდე გაგრძელდება.

იმავდროულად, áƒ“ეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მომავალ კვირას პარლამენტი აპირებს მიიღოს მწვავე განცხადება რუსეთის დსთ-ს შეთანხმებიდან გამოსვლის საპასუხოდ. 7 მარტს პარლამენტის სხდომაზე საუბრისას, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა საკითხზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

ამასობაში, ოპოზიციური პარტიები პარლამენტის წინ 9 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. დაგეგმილი აქცია მთლიანად გადაჩრდილა რუსეთის გადაწყვეტილებამ, ხოლო ქართულმა ტელეკომპანიებმა პარასკევს საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გაავრცელეს ოპოზიციური კოალიციის áƒáƒ¥áƒ¢áƒ˜áƒ•áƒáƒ‘ებთან დაკავშირებით.

Civil.Ge © 2001-2024