როგოზინი თბილისს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამოყოფაზე აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'08 / 16:18

რუსეთის ელჩმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ”ნამდვილი გამოყოფა” მაშინ დაიწყება, როგორც კი ნატო სიგნალს მისცემს საქართველოს, რომ მას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება.

”როგორც კი საქართველო მიიღებს გარკვეული ტიპის პერსპქეტივას ვაშინგტონიდან ნატოს წევრობის თაობაზე, მეორე დღეს დაიწყება ამ ორი ტერიტორიის საქართველოდან ნამდვილი გამოყოფის პროცესი,” - განაცხადა როგოზინმა ”როიტერთან” ინტერვიუში.

კითხვაზე აღიარებს თუ არა რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგოზინმა განაცხადა: ”ჩემი პირადი შეხედულება ასეთია: áƒ©áƒ•áƒ”ნ აღარ გვექნება რაიმე არგუმენტები, რათა ამ პროცესს ხელი შევუშალოთ”. 

 

Civil.Ge © 2001-2024