ია ანთაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობაზე განაცხადი შეიტანა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Mar.'08 / 19:22

ცნობილმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მიმოხილველმა ია ანთაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადი დღეს შეიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურში მონაწილეობის მიღებას გეგმავს ცნობილი ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.

კონკურსის პირობების მიხედვით, განაცხადების მიღება 15 მარტამდე იწარმოებს. ორ ეტაპიანი კონკურსის შედეგად გენერალური დირექტორობის კანდიდატი გამოვლინდება ფარული კენჭისყრით და იგი დაინიშნება არა უგვიანეს 4 აპრილისა.

Civil.Ge © 2001-2024