თბილისი აქტიურად მუშაობს ნატოს წევრებთან MAP-ზე კონსენსუსის მისაღწევად
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Mar.'08 / 14:02

ქართული დიპლომატია 2-4 აპრილის ბუქარესტის სამიტის წინ აქტიურად მუშაობს ნატოს წევრ ქვეყნებთან საქართველოსთვის ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) დამტკიცების ირგვლივ კონსენსუსის მისაღწევად, განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ.

”არიან ძალზედ ბევრი და უმეტესობა ქვეყნები მომხრეები ბუქარესტში საქართველოს MAP-ის მიღებაზე. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. სკეპტიკურ ქვეყნებთან, რათა ეს შეიცვალოს,”- განუცხადა ქუთელიამ ტელეკომპანია ”მზეს” 12 მარტს, ”ბოლო ეს 2-3 კვირა იქნება გადამწყვეტი ბუქარესტამდე, თუმცა ბოლო დღემდე, ჩემი აზრით, საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული”.

საქართველოსთვის  MAP-ის დამტკიცებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  26-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, რადგან ალიანსში გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება. ქუთელიას არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს შანსებს ბუქარესტის სამიტზე.

თუმცა ორი დღის წინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ნათლად მიანიშნა, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული კონფლიქტები, ”ვერ გახდებიან áƒœáƒáƒ¢áƒáƒ¡ წევრები”.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 6 მარტს ალიანსის საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს MAP-ში მოწვევაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, áƒ“ასძინა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ბუქარესტის სამიტამდე გაგრძელდება. მან áƒáƒ¡áƒ”ვე აღნიშნა, áƒ áƒáƒ› ნატოს კარი ღია რჩება.

 

Civil.Ge © 2001-2024