სუბარი საკუთრების დავების განსახილველად კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Mar.'08 / 14:22

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი კომისიის შექმნას სახელმწიფოსა და მესაკუთრეებს შორის ქონებრივი დავების განსახილველად. 

კანონპროექტის თანახმად, კომისია მხოლოდ იმ დავებს კი არ განიხილავს, რომლებიც შესაძლოა მომავალში წარმოიშვას, არამედ იმათაც, რომლებიც გასული ხუთი წლის მანძილზე áƒ°áƒ¥áƒáƒœáƒ“ა ადგილი - ამ საკითხს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წინააღმდეგობა მოყვება.

”ცხადია, ამ კანონპროექტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წინა წლებში ჩადენილი უკანონო ქმედებებიც,” - ნათქვამია სოზარ სუბარის მიერ 13 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, ”ამის გარეშე ამ საკითხზე კანონის მიღება უბრალოდ აზრს დაკარგავდა”.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შვიდწევრიანი კომისია, რომელსაც სახალხო დამცველი უხელმძღვანელებს, იქნება ”დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ დაექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას”.

კანონპროექტის თანახმად, კომისიის სამ წევრს პარლამენტი აირჩევს, სამს - სახალხო დამცველი და ექვსივე წევრი ოთხი წლის ვადით იქნება არჩეული.

”თუ საკანონმდებლო ორგანოში არსებობს პოლიტიკური ნება, რათა საკუთრების უფლება მართლაც რეალურად და შეუქცევადად იყოს დაცული, იმედია, რომ ამ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილავენ და მიიღებენ,” - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის ინიციატივას წინ უძღოდა მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვლთან 31 იანვარს. შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმებულია სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც კერძო მესაკუთრეებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკუთრების დავებს განიხილავს. თუმცა, შეხვედრის შემდეგ ასევე გაირკვა, რომ სახელმწიფოს არ სურდა, რომ კომისიას დრინდელი დავებიც განეხილა, რომელთა დაკავშირებითაც ბევრი შეშფოთება გამოითქვა ქვეყანაში.

ამასობაში, იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ 12 მარტს განაცხადა, რომ მთავრობამ მოამზადა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტი, რომელიც კერძო საკუთრების დაცვის ხელშეუხებლობის დამატებით გარანტიებს ეხება. მისი განმარტებით, კერძო საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. დღეს ამის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია.

სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, სადავო საქმე მხოლოდ მას შემდეგ წარედგინება სასამართლოს, რაც მას áƒ¡áƒžáƒ”ციალური კომისია განიხილავს.

 

Civil.Ge © 2001-2024