სააკაშვილი ბრიუსელს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Mar.'08 / 18:31

პრეზიდენტი სააკაშვილი ნატოს სამიტის წინ, სადაც უნდა გადაწყდეს მისცემენ თუ არა საქართველოს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმას, ბრიუსელს სტუმრობს, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის ფორუმში.

”ჩვენ ვუახლოვდებით ნატოში ინტეგრაციის შეუქცევადობის დაწყებას. რეალური შანსი გაგვიხდა, რომ გავხდეთ ნატოს წევრობის კანდიდატი. ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან, რთული პროცესი, ამიტომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური რაოდენობის მოკავშირეების პოვნა, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჩვენი პოზიციების გამაგრება და დასაბუთება,”- განაცახდა ბრიუსელში მყოფნა სააკაშვილმა, ”ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ეს კვირები არის გადამწყვეტი. შედეგი როგორი იქნება მე ახლა საბოლოოდ არ ვიცი, მაგრამ ვიბრძოლებთ ბოლომდე”.

მისი თქმით, მომავალი თაობები ”არ გვაპატიებენ” ბუქარესტის სამიტისთვის გაჩენილი შანსის ხელიდან გაშვებას.

მარტის დასაწყისში პოლონეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული დიპლომატიის მთავარი მიზანია áƒœáƒáƒ¢áƒáƒ¨áƒ˜ საქართველოს áƒ›áƒ®áƒáƒ áƒ“ამჭერი â€áƒ¤áƒáƒ áƒ—ო კოალიციის” უზრუნველყოფა. პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც 19 მარტს ჯორჯ ბუშს შეხვდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 11 მარტს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ახლა არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის, ”რასაც ისინი თავადაც აღიარებენ”. თუმცა, მან იქვე დასძინა: ”ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ბიძგი მისცენ საკუთარ თავს, როგორც ისინი ითხოვენ და როგორც ჩვენ სხვებს დავეხმარეთ, წევრობის სამოქმედო გეგმის საშუალებით. MAP არის შემდეგი ნაბიჯი მათთვის და ამ ნაბიჯის გადადგმის დრო მთავარი საკითხი იქნება ბუქარესტის სამიტზე”.


 

Civil.Ge © 2001-2024