რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ბურჯანაძეს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Mar.'08 / 12:12

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი 18 მარტს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

გვიან საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს რესპუბლიკური პარტიის ინიციატივის თაობაზე 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის შესახებ მრავალმანდატიან ოლქში, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქისა. მისი თქმით, ბურჯანაძე დაპირდა, რომ მმართველი პარტია განიხილავს ამ ინიციატივას.   

 

Civil.Ge © 2001-2024