ოპოზიცია სამოქმედო ”ტაქტიკაზე” თათბირობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Mar.'08 / 16:21

ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა დღეს შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ახალი პარლამენტის შემადგენლობაზე წარმოდეგნილი ორი ახალი ინიციატივა.

პირველი ინიციატივა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის, ითვალისწინებს 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას მრავალმანდატიან ოლქში, ნაცვლად ერთმანდატიანი ოლქისა. ხოლო მეორე ინიციატივა, რომელიც თავდაპირველად ხელისუფლებამ, ხოლო შემდეგ ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ წამოაყენა, ითვალისწინებს პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 75-დან 100 ან 110-მდე.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა უარი თქვეს შეხვედრის დეტალებზე კომენტარის გაკეთებაზე. ”ჩვენ ტაქტიკური საკითხები განვიხილეთ, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ,” - განუცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

ახალი მემარჯვენეების და ოპოზიციური კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ადრე გაკეთებული კომენტარები იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი შესაძლოა დათანხმდნენ პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე.

თუმცა, ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 2003 წლის რეფერენდუმთან, სადაც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას 235-დან 150-მდე.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უკვე გააფრთხილა ოპოზიციური პარტიები, რომ არ დათანხმდება ამ წინადადებაზე. პარტიის თქმით, ეს არის ”პოლიტიკური ხრიკი”, რომელიც ”ოპოზიციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რადგანაც, მისი თქმით, ხელისუფლება áƒ’ამოიყენებს იმ ფატს, áƒ áƒáƒ› ოპოზიციამ áƒ£áƒ’ულებელყო áƒ áƒ”ფერენდუმის შედეგები.


 

Civil.Ge © 2001-2024