პატრიარქი ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტას თხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Mar.'08 / 15:01

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ, ხოლო ხელისუფლებას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

”მამა-შვილური სიყვარულით მივმართავ მოშიმშილეებს შეწყვიტონ  პროტესტის ეს ფორმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან,”- განაცხადა დღეს პატრიარქმა, ”ჩვენ გულისტკივილით და ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და ვხედავთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელმაც áƒ›áƒ¬áƒ•áƒáƒ•áƒ” ფორმა - უვადო შიმშილობა - მიიღო, ისეთ სტადიაში გადადის, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - ეს კი არაქრისტიანული მოქმედებაა”. 

”ასევე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, რომ საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც დააცხრობს დაპირისპირებას და მოლაპარაკების განახლებას შესაძლებელს გახდის. ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ¡, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს შექმნილი სიტუაციისაგან, რაც ყველა მხარის შეთანხმებით შეიძლება განხორციელდეს. ამისაკენ ყველა უნდა ისწრაფოდეს,” - განაცხადა დღეს ილია II-მ. 

”ამასთან ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისი და დათმობა ძლიერთა ხვედრი და თვისებაა და ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტეს და უკან დახევას”, - აღნისშნა მან.

მმართველი პარტია უკვე მიესალმა პატრიარქის მოწოდებას და მზადყოფნა გამოთქვა დიალოგის განახლებაზე.

”ეს უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ ეს შიმშილობა შეწყდეს,”- განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგი წერეთელმა, ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ეს თხოვნა თუ მოთხოვნა გაუადვილებს მათ [მოშიმშილე ოპოზიციონერებს]”.

დღეს შიმშილობის მე-12 დღეა იმ ხუთი მოშიმშილესთვის ოპოზიციური კოალიციიდან, რომელთაც ათობით მხარდამჭერთან ერთად პირველებმა დაიწყეს ეს აქცია. მოგვიანებით მათ სხვებიც შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მისაღებში უკვე 11 დღეა შიმშილობს (ირაკლი იაშვილი თავის თანაპარტიელებს 13 მარტს შეუერთდა).


 

 

 

Civil.Ge © 2001-2024