ნატოს ათი მოკავშირე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ემხრობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'08 / 10:22

ნატოს აღმოსავლეთ ევროპის áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლმწიფოებმა და კანადამ მოუწოდეს დანარჩენ მოკავშირეებს საქართველოს და უკრაინას ბუქარესტის აპრილის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) შესთავაზონ, განაცხადა Agence France-Presse (AFP)-მა 20 მარტს.

ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის და სხვა წევრი სახელმწიფოების მისამართით გაგზავნილ წერილს ხელს აწერენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და კანადა.

მარტის შუა რიცხვებში Financial Times-ი იტყობინებოდა, რომ გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია და ესპანეთი ეწინააღმდეგებიან საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას. დიდ ბრიტანეთს კი მიაჩნია, რომ ამ ორმა ქვეყანამ უნდა მიიღოს MAP, თუმცა არა ბუქარესტის სამიტზე.

პრეზიდენტმა ბუშმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს 19 მარტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ის ბუქარესტის სამიტზე დააყენებს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხს.  

Civil.Ge © 2001-2024