რესპუბლიკელები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ”ფარსს” უწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Mar.'08 / 16:06

ოპოზიციის არცერთი ძირითადი მოთხოვნა, მათ შორის მაჟორიტარული არჩევნების თაობაზე áƒ“ა საარჩევნო ადმინისტრაციების პარიტეტული წესით დაკომპლექტების შესახებ, არ არის ასახული საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის მიერ áƒ›áƒáƒ›áƒ–ადებულ ცვლილებებში, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს, აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

”ცვლილებები, რომელსაც ერთ საათში კენჭს უყრის პარლამენტი, ადასტურებს, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგის, ღია კარისა და პრობლემების მოგვარების მცდელობის შესახებ საუბარი მხოლოდ ფარსი და დემაგოგიაა,”- განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, რესპუბლიკელი დეპუტატები არ აპირებენ საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობის მიღებას. მან წარმოადგინა 7 საკითხი, რომლის მიღებასაც რესპუბლიკელები კატეგორიულად არ ეთანხმებიან: 

• áƒ¡áƒáƒ áƒ©áƒ”ვნო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, რაიონის მაჟორიტარად აირჩევა პირი, რომლის წინააღმდეგ ხმას მისცემს ამომრჩევლის 70%. რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. რესპუბლიკელები ამ ზღვარის 50%-მდე გაზრდას ითხოვენ.

”ამდენად, განცხადებები რაიონებში მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლების შესახებ ხელისუფლების მორიგი ფარსი და თვალთმაქცობაა,”- აცხადებს ხიდაშელი.

• áƒªáƒ•áƒšáƒ˜áƒšáƒ”ბების მიხედვით, ხელისუფლება უარს აცხადებს საარჩევნო კომისიებში პარტიების პარიტეტულ წარმომადგენლობაზე და კვლავაც 7/6 (ხელისუფლება/ოპოზიცია) მოდელით აპირებს საარჩევნო ადმინისტრაციების მოწყობას.

”ბუნებრივია კომისიებში უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას ექნება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული,”- აცხადებს ხიდაშელი.  

• áƒ®áƒ”ლისუფლება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში არაფერს ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის შეთანხმებით არჩევის შესახებ და ”შესაბამისად, კვლავაც დღევანდელი მოდელის დატოვებას აპირებს”.

•  შემოთავაზებული ცვლილებებით შეუძლებელი ხდება საჩივრებისა და განცხადებების წარდგენა, ვინაიდან ერთ დღემდეა დაყვანილი გასაჩივრების ვადები, რთულდება საჩივრის ჩაბარების პროცედურები, ხოლო საჩივრის მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ”უკანონოდ” უარის თქმის შემთხვევაში, მისი ხელახალი წარდგენა შეუძლებელი ხდება.

”საარჩევნო კოდექსიდან ქრება ბევრი ისეთი დებულება, რომელსაც ოპოზიცია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გასაჩივრებისას ეფუძნებოდა,” - აცხადებს ხიდაშელი.

• áƒ¨áƒ”მაჯამებელი ოქმების სავალდებულო ჩანაწერებიდან ქრება პუნქტები: ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა და ამომრჩევლის საერთო რაოდენობა.

”ეს ის პუნქტებია, რომლითაც ჩვენ ვამტკიცებდით გაყალბებას, რომლითაც ვამტკიცებდით ოქმებში არსებულ დისბალანსს,” - აცხადებს ხიდაშელი.

• áƒ¡áƒáƒáƒšáƒ¥áƒ კომისიებს ეძლევათ უფლება შეასწორონ მონაცემები საუბნო კომისიების ოქმებში. ოქმების ხელახლა გადაწერა იყო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც ისინი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ.

• áƒ®áƒ”ლისუფლება რთავს რა áƒ¡áƒáƒ¯áƒáƒ áƒ მოხელეებს საარჩევნო კომისიებში წევრობის ნებას, ცდილობს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების პრაქტიკის ლეგალიზაციას.

”თუკი აქამდე გამგეობისა და სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენლები უკანონოდ ერეოდნენ საარჩევნო კომისიების საქმიანობაში, დღეს პარლამენტი კენჭს უყრის მათი მხრიდან ზეწოლისა და ძალადობის დაკანონებას,”- აცხადებს ხიდაშელი.

Civil.Ge © 2001-2024