საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტისთვის 12 ადამიანი იბრძვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Mar.'08 / 12:00

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადები 21 მარტისთვის 12 ადამიანმა წარადგინა, იტყობინება ქართული ვებ-გვერდი Media.Ge.

გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ: პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნლაისტი ია ანთაძე, ჟურნლისტი ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი დოდო შონავა; ყოფილი დეპუტატი ვალერი კვარაცხელია, პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის წინამორბედის) ყოფილი წამყვანი სულხან მელაძე; დანარჩენ კანდიდატებს შორის არიან ლაშა ბაქრაძე, სერგო ბიწაძე, შიო ობოლაძე, გიორგი ჩართოლანი, ბაჩუკი ბაქრაძე, ნიკოლოზ გორგიჯანიძე და ნინო გველესიანი.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 23 მარტს იწურება. ახალი გენერალური დირექტორი 4 აპრილამდე უნდა შეირჩეს.      

Civil.Ge © 2001-2024