საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობა 32 კანდიდატს სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Mar.'08 / 11:20

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტის დასაკავებლად 32 კონკურსანტი იბრძოლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი. კონკურსანტთა განაცხადებს მიღება 23 მარტს შეწყდა.

გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობას იღებენ: პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი ია ანთაძე, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი დოდო შონავა; გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე, ყოფილი დეპუტატი ვალერი კვარაცხელია, "ქართული ანიმაციური სტუდიების" დირექტორი გიორგი ჭანტურია, პირველი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის წინამორბედის) ყოფილი წამყვანი სულხან მელაძე; საინფორმაციო გადაცემა ”მოამბის” ამჟამინდელი წამყვანი ვახტანგ ნიკოლავა, ჟურნალისტი ლევან ყუბანეიშვილი, დანარჩენ კანდიდატებს შორის არიან ლაშა ბაქრაძე, გიორგი კალანდაძე, სერგო ბიწაძე, შიო ობოლაძე, გოგა ჩართოლანი, ბაჩუკი ბახტაძე, ნიკოლოზ გორგიჯანიძე,  ნინო გველესიანი, რევაზ შალიბაშვილი, მზია ნოზაძე, მიხეილ ჯაფარიძე, დავით ცინცაძე, იოსებ ჭუმბურიძე, მამული(მამუკა) კუჭავა, ქეთევან გალდავაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ვალერი ოდიკაძე, ზურაბ მაღალაშვილი, გენადი უჩუმბეგაშვილი, ზურაბ აბაშიძე, თამაზ ტყემალაძე, თამაზ ბიბილური (პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი).

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ლევან გახელაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 28 მარტისთვის გაირკვევა იმ კანდიდატთა სია, რომლებიც მეორე ტურში გააგრძელებენ ბრძოლას. გენერალური დირექტორი საბჭომ 4 აპრილისთვის áƒ£áƒœáƒ“ა დანიშნოს.

Civil.Ge © 2001-2024