მოშიმშილე ზვიად ძიძიგური ჰოსპიტალიზებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 13:49

კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმების დაჟინებული მოთხოვნით დღეს მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მის ნაცვლად შიმშილობას ოპოზიციური კოალიციის წევრი გოგა ხაინდრავა იწყებს.

მოშიმშილეებს შორის ყველაზე მძიმედ ძიძიგური იყო ბოლო დღეების მანძილზე, თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტაზე და მკურნალობაზე აქამდე უარს აცხადებდა. დღეს მისთვის შიმშილობის მე-17 დღეა.

ექიმების დიაგნოზით, ბოლო ოთხი დღის მანძილზე მას აღენიშნებოდა კოლაფსი – დაბალი წნევა 60/45; გულის უკანა კედლის იშემია; ორგანიზმში აზოტის მკვეთრი მომატება და დაბალი შაქრიანობა.

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ 36 ადამიანი შიმშილობს.

შიმშილობის მე-16 დღეს ორი დეპუტატი გამოაკლდა ასევე ახალი მემარჯვენეების შიმშილობის აქციას პარლამენტის შენობაში.

Civil.Ge © 2001-2024