პატრიარქი ოპოზიციას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 17:59

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 25 მარტს პარლამენტის შენობასთან მივიდა და მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მან ურჩია მათ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართონ.

”მე მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ, შიმშილი უნდა დამთავრდეს,” - განაცხადა მან. ”არსებობს სხვა მეთოდები [პროტესტის]”.   

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შიმშილობა ”არაქრისტიანულია”.

”ვეცადოთ, რომ გამოვნახოთ სხვა გზები ერთსულოვნებისა,”- განაცხადა პატრიარქმა, ”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვემსახუროთ სამშობლოს. ვეცადოთ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, კატეგორიული აზროვნება  áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒáƒœ საშიშია ყველასათვის რიგითი ადამიანისათვის და ხელისუფლებისათვის. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა”.

 

Civil.Ge © 2001-2024