შიმშილობის შეწყვეტით ხელისუფლებას მძიმე ტვირთი მოეხსნა - ბურჯანაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Mar.'08 / 20:30

ხელისუფლებას ”ძალიან მძიმე ტვირთი მოეხსნა” ოპოზიციის მიერ შიმშილობის აქციის შეწყვეტის გამო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

ოპოზიციამ შიმშილობის აქცია პატრიარქის მოწოდების შემდეგ დღეს საღამოს შეწყვიტა. ბურჯანაძემ ამ ”გადამწყვეტ მომენტში” პატრიარქის წვლილს საგანგებოდ გაუსვა ხაზი. 

”ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის, რომ ჩემი ოპონენტების შიმშილობდნენ, დღეს ეს ძალიან მძიმე ტვირთი მოგვეხსნა,”- განაცხადა ბურჯანაძემ და ოპონენტებს კვლავ დიალოგის მაგიდასთან უხმო.

”ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც არჩევნების გამჭირვალედ და სამართლიანად ჩატარებას ეხება, გადაწყდეს ერთობლივი კონსულტაციების შედეგად და ჩაიდოს მაქსიმალური მექანიზმები, რომ ამ არჩევნებს ენდოს ყველა,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2024