ოპოზიცია მაჟორიტარულ არჩევნებში კოორდინაციას აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Mar.'08 / 15:24

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ოპოზიციურმა პარტიებმა გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების დასამარცხებლად áƒáƒ áƒ˜áƒ¡ კანდიდატურების შეთანხმებულად დასახელება 75-ვე ოლქში.

კანონის თანახმად, რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტატი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა. 

”ხელისუფლების დასამარცხებლად მაჟორიტარულ არჩევნებში ერთადერთი შანსი არის კოორდინაცია ანგარიშგასაწევ ოპოზიციურ პარტიებთან, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციურ კოალიციასთან და ახალ მემარჯვენეებთან,” - განუცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან Civil.ge-ს 26 მარტს, ”ამისათვის მინიმუმ საჭიროა ოპოზიციური ლიდერები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ საარჩევნო ოლქებში”.

ანალოგიური შეხედულებები ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებაც გამოთქვეს.

ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ეს ვარიანტი, თუმცა პარტიის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტია სხვა ოპოზიციური პარტიების დარწმუნება ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო არჩევნებს. თუმცა ბოიკოტის იდეა áƒáƒžáƒáƒ–იციამ უკვე უარყო.

კითხვაზე იგეგმება თუ არა ლეიბორისტულ პარტიასთან თანამშრომლობა მაჟორიტარულ არჩევნებში კოორდინირებულ ტაქტიკაზე, თინა ხიდაშელმა განაცხადა: ” პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ბოლო დროს ოპოზიციონერი ოპონენტების ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებს, ძნელად წარმოგვიდგენია თანამშრომლობა, თუმცა ჩვენ ამისთვის მაინც მზად ვართ”. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიცია. მისი თქმით, ”არ არსებობს სხვაობა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას და ახლანდელ ხელისუფლებას შორის”.

თავად თინა ხიდაშელს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად სურს კენჭისყრა. 

იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაიწყო მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა. ტელეკომპანია ”მზე” 25 მარტს იტყობინებოდა, რომ მმართველი პარტია აპირებს რამდენიმე ბიზნესმენის შერჩევას მაჟორიტარული არჩევნებისთვის, მათ შორის არიან სახალხო ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი გოგუაძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიის ”თელიანი ველის” აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგენავა, სამშენებლო კომპანია ”ცენტრ-პიონტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი áƒ“ა ”ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 21 აპრილს, áƒáƒ áƒ©áƒ”ვნებამდე ერთი თვით ადრე იწურება.

 

Civil.Ge © 2001-2024