ჯოზეფ ქეი: პატარკაციშვილის ქონების მართვის უფლება მაქვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'08 / 13:28

ჯოზეფ ქეი აცხადებს, რომ არ ჩაერევა ”იმედის”
სარედაქციო პოლიტიკაში. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი
ჯოზეფ ქეიმ, პიროვნებამ, რომელიც აცხადებს, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ახალი მფლობელია, განაცხადა, რომ ბორის ბერეზოვსკი შეთქმულებაში მონაწილეობს, რათა ხელში ჩაიგდოს ბადრი პატარკაციშვილის ქონება.

რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, ჯოზეფ ქეიმ, იგივე იოსებ კაკალაშვილმა, რომელიც პატარკაციშვილის დეიდის გერია, განაცხადა, რომ áƒ˜áƒ’ი გარდაცვლილი ბიზნესმენის ანდერძის თანახმად, უფლებამოსილია მისი áƒ¥áƒáƒœáƒ”ბა მართოს. თუმცა, პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ ჯოზეფ ქეი დოკუმენტების გაყალბების გზით პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადადანაშაულა. იგივე განაცხადა გააკეთა ბორის ბერეზოვსკიმ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.  

ჯოზეფ ქეის თქმით, ბერეზოვსკის - ”რომელსაც მირჩევნია ეშმაკი დავუძახო” მისი ბელარუსში ჩასვლა უნდოდა, რათა მინსკის ციხეში ჩასმით თავიდან მოეშორებინა. ქეის თქმით, ბელარუსში ჩავიდა მისი ადვოკატი ემანუელ ზელცერი, სადაც ბერეზოვსკის თხოვნის საფუძველზე ის თვიმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ბელარუსის ხელისუფლებამ დააკავა.

”ემანუელ ზელცერი იყო ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი დაახლოებით 13 ან 14 წლის მანძილზე,” - განაცხადა ქეიმ, ”ბადრის სიკვდილიდან ერთ თუ ორ დღეში, ბატონი ზელცერი მოვიდა ჩემთან და მითხრა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის შესახებ. მან [პატარკაციშვილმა] ანდერძი ნიუ-იორკში, ზელცერის ოფისში დაწერა. ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ, სადღაც გასული წლის ნოემბერში... ბატონი ზელცერი მოვიდა ჩემთან [პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ თებერვალში] და მიჩვენა ეს ანდერძი, რომელიც მისი ქონების განკარგვის უფლებამოსილებას მანიჭებდა. ანდერძის თანახმად, მე მეკისრება ბადრის ქონების თავმოყრა და შემდეგ მისი გადანაწილება ანდერძის თანახმად”.

ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, რომ ანდერძის მიხედვით, პატარკაციშვილის ქონება გადანაწილდება მის უახლოეს ნათესავებზე, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. áƒ¥áƒ”იმ განაცხადა, რომ â€áƒ¯áƒ”რ სასამართლომ უნდა დაადასტუროს ჩემი უფლებამოსილება”, თუმცა, აღნიშნა, რომ áƒáƒ  იცის, რომელ სასამართლოს მიმართა პატარციშვილის ადვოკატმა ზელცერმა.

ქეის თქმით, ზელცერი მას შემდეგ ჩავიდა ბელარუსში, რაც ბორის ბერეზოვსკიმ უთხრა, რომ გაერკვია პატარკაციშვილის áƒ™áƒ£áƒ—ვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გარშემო არსებული ვითარება. ”ბერეზოვსკიმ უთხრა ზელცერს, რომ მე უნდა ჩავსულიყავი ბელარუსში. მას უნდოდა, რომ მე დავეჭირე იქ. თუმცა იქ ზელცერი ჩავიდა. თვითმფრინავში სამი ადამიანი იმყოფებოდა: ზელცერი, [ზელცერის მდივანი] ფუნკი და ისრაელის მოქალაქე, ბერეზოვკის ახლობელი ანატოლი მოტკინი, რომელსაც ებარა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანია [5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე]. მოტკინი არ დააპატიმრეს. ამიტომაც მაინტერესებს: თუ ჩემი უფლებამოსილების შესახებ დოკუმენტები უკანონო იყო, ამ ეშმაკმა რატომ არ დააპატიმრა ჩემი ხალხი ლონდონში ან ნიუ-იორკში?”

”კომერსანტთან” ინტერვიუში ჯოზეფ ქეიმ ასევე განაცხადა, რომ მას არ სურს ბევრი საუბარი ”იმედთან” დაკავშირებულ გარიგებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მან ”კანონიერად” იყიდა ტელეკომპანიის აქციები. თანხის დასახელებაზე მან უარი თქვა, განაცხადა რა, რომ ეს ”კომერციული საიდუმლოა”. 

Civil.Ge © 2001-2024