საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 8 კანდიდატი გააგრძელებს ბრძოლას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'08 / 14:08

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ტურში 32 კანდიდატიდან 8 კანდიდატი შეირჩა:

1. გიორგი ჭანტურია - "ქართული ანიმაციური სტუდიების" დირექტორი;
2. გენადი უჩუმბეგაშვილი - ”ინტერნიუსის” დირექტორი;
3. პაატა ნაცვლიშვილი;
4. ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი;
5. ქეთევან გალდავაძე;
6. დოდო შონავა - ჟურნალისტი;
7. ზურაბ მაღალაშვილი;
8. ლევან ყუბანეიშვილი - TBC-TV სტუდიის ხელმძღვანელი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს. საბჭოს წევრთა განცხადებით, შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო გამოცდილება მენეჯმენტში.

სამეურვეო საბჭო დირექტორს 4 აპრილისთვის დანიშნავს.

Civil.Ge © 2001-2024