თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფმა მუშაობა განაახლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Mar.'08 / 14:38

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა განაახლა.

ეს ჯგუფი 5 იანვრის საპრეზიდენტო áƒáƒ áƒ©áƒ”ვნების წინა პერიოდში შეიქმნა.

”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ 21 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს,”- აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსხური.

სამთავრობო áƒ¯áƒ’უფი კოორდინაციას უწევს იმ ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორებზე არიან პასუხისმგებელნი.

ჯგუფში შედიან: იუსტიციის მინისტრი ნიკოლოზ გვარამია და მისი პირველი მოადგილე თინათინ ბურჯალიანი; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შოთა უტიაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერგი კაპანაძე; რეგიონალური კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი; გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თინათინ გოლეთიანი.

Civil.Ge © 2001-2024