ლეიბორისტული პარტია მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატს ასახელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Mar.'08 / 16:00

ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა.

კერძოდ, ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშეთის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს; ნესტან კირთაძე - ქუთაისში; იოსებ შატბერაშვილი - მცხეთაში; გიორგი გუგავა კი გლდანის რაიონში. 31 მარტს პრესკონფერენციაზე საუბრისას ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტია რამდენიმე დღეში დაასახელებს მაჟორიტატობის კანდიდატებს სხვა ოლქებში.

ლეიბორისტული პარტიის მიერ კანდიდატების დასახელება იმას ნიშნავს, რომ პარტია არ აპირებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას მაჟორიტარ კანდიდატებთან áƒ“აკავშირებით. სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თანამშრომლობისკენ მოუწოდეს, რადგანაც გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების დასამარცხებლად არის კანდიდატურების შეთანხმებულად დასახელება 75-ვე ოლქში.

კანონის თანახმად, რაიონის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტატი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა. 

პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ ერთმანდატიან ოლქებში, სადაც ლეიბორისტულ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ”მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იყრის კენჭს,” - განაცხადა ნათელაშვილმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლეიბორისტული პარტია ოპოზიციის ნებისმიერ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ áƒ’ააკრიტიკა სხვა ოპოზიციური პარტიები და განაცხადა, რომ ბოიკოტის შესახებ ლეიბორისტული პარტიის შემოთავაზების áƒ›áƒ˜áƒ¦áƒ”ბის სანაცვლოდ, ”ჩვენმა პოლიტიკურმა მეგობრებმა არჩიეს კარვებში უშედეგოდ დარჩენა ორი თვის მანძილზე”. ოპოზიციის 17-დღიანი შიმშილობის აქცია 25 მარტს დასრულდა ხელისუფლების მხრიდან ძირითად საარჩევნო საკითხებზე კომპრომისის გარეშე.    

Civil.Ge © 2001-2024