პაატა ბურჭულაძის შესაძლო მაჟორიტარობა არ დასტურდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'08 / 18:31

პაატა ბურჭულაძე,  ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი áƒáƒ  აპირებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” წარმომადგენელმა თეონა ჯორბენაძემ.

31 მარტს სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პაატა ბურჟულაძეს მმართველი პარტია საბურთალოს ოლქში წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატად.

”ჩვენთვის საერთოდ უცნობია საიდან გაჩნდა ეს თემა,”- განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს თეონა ჯორბენაძემ, ”ბატონ პაატასაც ვესაუბრე და მისთვისაც ეს იყო გასაკვირი ახალი ამბავი საქართველოდან”.

 

Civil.Ge © 2001-2025