![]() |
|||
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომლის ლიდერია ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ტელე-წამყვანი გიორგი თარგამაძე, 21 მაისის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. პარტიამ, რომლის დამაარსებლებიც ძირითადად ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტები არიან, პირველი დამფუძნებელი ყრილობა 7 აპრილს გამართა. ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის, რომლითაც მართლმადიდებელ რელიგიას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭება. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025