საპარლამენტო არჩევნებში სამი ბლოკი და ცხრა პარტია იღებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Apr.'08 / 18:59
სივილ ჯორჯია

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში სამი პოლიტიკური ბლოკი და 8 აპრილისთვის რეგისტრირებული ცხრა პარტია მიიღებს მონაწილეობას.

საპარლამენტო არჩევნებზე ერთ ბლოკად გამოვა ”გაერთიანებული ოპოზიცია  -ეროვნული საბჭო - ახლები”, სადაც áƒ¨áƒ”დის ცხრა ოპოზიციური პარტია: კონსერვატორები; საქართველოს გზა; თავისუფლება;  მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ხალხის პარტია;  ქართული დასი; ეროვნული ფორუმი; ჩვენ თვითონ áƒ“ა ახალი მემარჯვენეები.

მეორე ბლოკში გაერთიანდნენ ტრადიციონალისტები, ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია. ეს ორი უკანასკნელი პარტია ახლახანს დააარსეს დეპუტატებმა გოჩა ჯოჯუამ და გუგული მაღრაძემ, შესაბამისად.

მესამე ბლოკში სახელწოდებით â€áƒ›áƒ”მარჯვენე ალიანსი - თოფაძე მრეწველები” შედიან პარტიები: მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს,  ეროვნული დემოკრატიული პარტია (ედპ) და ერთობა, რომლის ლიდერია დეპუტატი ჯუმბერ პატიაშვილი. მრეწველები და ედპ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ახალი მემარჯვენეების კანდიდატს დავით გამყრელიძეს უჭერდნენ მხარს.

ბლოკების შექმნის ვადა დღეს 18 საათზე მოიწურა.

საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ცხრა áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ: 

1.სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური მოძრაობა - ლიდერი შალვა კუპრაშვილი;
2.პოლიტიკური პარტია ”ჩვენი ქვეყანა” - ლიდერი თამაზ ღუღუნიშვილი;
3.პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული პოლიტიკა” - ლიდერი, დეპუტატი გოჩა ფიფია;
4.ქრისტიან-დემოკრატები - ლიდერი გიორგი თარგამაძე;
5.საქართველოს სპორტსმენთა კავშირი - ლიდერი ვალერი გიორგობიანი;
6.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - მმართველი პარტია;
7.ლეიბორისტული პარტია - ლიდერი შალვა ნათელაშვილი;
8.რესპუბლიკური პარტია - ლიდერი დავით უსუფაშვილი;
9.ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი - ლიდერი გიორგი კობახიძე.

თავდაპირველად ცესკოში 60-მა პარტიამ შეიტანა განაცხადები არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუმცა მათ ნაწილს, მათ შორის საქართველოს კომუნისტურ პარტიას, áƒ áƒ”გისტრაციაზე უარი ეთქვა.

საარჩევნო áƒ‘ლოკებმა და პარტიებმა áƒ“ეპუტატობის კანდიდატთა პროპორციული სიები და მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო ადმინისტრაციებში 21 აპრილამდე უნდა წარადგინონ.

საარჩევნო სუბიექტებს, სურვილის შემთხვევაში, ასევე რჩებათ შანსი 19 მაისამდე უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობაზე.   

Civil.Ge © 2001-2024