საქართველომ პირველი ევროობლიგაციები გამოუშვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Apr.'08 / 11:10

საქართველომ გასულ კვირას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები განათავსა, იტყობინება Galt&Taggart Securities.  

ხუთწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციების გამოშვება ორი ბანკის - JP Morgan და UBS - ორგანიზებით განხორციელდა.

ფინანსთა სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრის აპარატმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

 


 

Civil.Ge © 2001-2024