Freedom House: ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Apr.'08 / 12:28

აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თავის ყოველწლიურ მიმოხილვაში აცხადებს, რომ ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა იმ პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რასაც გასული წლის ნოემბერში მედიაზე თავდასხმების განხორციელება მოყვა.

Freedom House-ის ყოველწლიური მიმოხილვა სახელწოდებით ”პრესის თავისუფლება 2007 წელს: გლობალური დაცემის წელი” აცხადებს, რომ ქართული მედია ნაწილობრივ თავისუფალია.

მიმოხილვის თანახმად, საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში 57-ე პუნქტიდან მე-60 პუნქტზე გადაინაცვლა, ”რაც ასახავს მედია გარემოს მზარდ პოლარიზაციას, ოპოზიციური ტელეკომპანია ”იმედის” ძალადობრივ დახურვას და ყველა სამაუწყებლო მედია საშუალების დახურვას დროებითი საგანგებო მდგომარეობისას” ნოემბრის მოვლენების დროს.

მიმოხილვაში თითოეული ქვეყნისთვის მოცემულია რიგითი ნორმები ნულიდან (ყველაზე თავისუფალი) 100-მდე (ყველაზე ნაკლებად თავისუფალი) და სამი კატეგორია თითოეული ქვეყნისთვის მათი რიგითი ნორმების მიხედვით: ”თავისუფალი“, ”ნაწილობრივ თავისუფალი“ და ”არა თავისუფალი“.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია საქართველოში მედია საშუალებების áƒ›áƒ¤áƒšáƒáƒ‘ელების შესახებ ”არ არის გამჭირვალე და ხშირად ჟურნალისტებმა და კორესპონდენტებმა არ იციან ვინ არის იმ კომპანიის რეალური მფლობელი, სადაც ისინი მუშაობენ”.

მიმოხილვა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისია ”გააკრიტიკეს მედია დამკვირვებლებმა მისი არაგამჭირვალე ოპერაციებისა და სალიცენზიო პროცედურების გამო”.

 

Civil.Ge © 2001-2024