39 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 May.'08 / 11:35

დღეისათვის საერთო ჯამში 39 საარჩევნო უბანი გაუქმდა საარჩევნო ადმინისტრაციების და სასამართლოების მიერ, განაცხადა სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის áƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბათაშორისმა ჯგუფმა 28 მაისს.

საარჩევნო ადმინისტრაციებმა გააუქმეს 27 უბნის შედეგები, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, ხოლო ორ შემთხვევაში გაუქმდა პროპორციული სიით მიცემული ხმების შედეგები. ეს საარჩევნო უბნებია:

• áƒ›áƒáƒ áƒœáƒ”ულის ოლქი – საარჩევნო უბნები 34, 71, 76, 56, 13, 58;
• áƒ¡áƒáƒ’არეჯოს ოლქი – საარჩევნო უბანი 47;
• áƒ’ორის ოლქი – საარჩევნო უბნები 58, 32;
• áƒ®áƒ”ლვაჩაურის ოლქი – საარჩევნო უბანი 38;
• áƒ¥áƒáƒ‘ულეთის ოლქი – საარჩევნო უბნები 15, 43, 2;
• áƒ›áƒªáƒ®áƒ”თის ოლქი – საარჩევნო უბანი 18;
• áƒ’არდაბნის ოლქი – საარჩევნო უბნები 25, 59, 58;
• áƒ¡áƒáƒ‘ურთალოს ოლქი – საარჩევნო უბანი 27;
• áƒ¬áƒáƒšáƒ™áƒ˜áƒ¡ ოლქი – საარჩევნო უბანი 42;
• áƒáƒ›áƒ‘როლაურის ოლქი – საარჩევნო უბანი 7;
• áƒ›áƒ—აწმინდის ოლქი – საარჩევნო უბანი 5;
• áƒ‘ათუმის ოლქი – საარჩევნო უბანი 53;
• áƒ¡áƒ˜áƒ¦áƒœáƒáƒ¦áƒ˜áƒ¡ ოლქი – საარჩევნო უბანი 13;
• áƒªáƒáƒ’ერის ოლქი – საარჩევნო უბანი 26;
• áƒœáƒáƒ«áƒáƒšáƒáƒ“ევის ოლქი – საარჩევნო უბანი 41;
• áƒ™áƒ áƒ¬áƒáƒœáƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ¡ ოლქი – საარჩევნო უბნები 29, 30, 31;
• áƒáƒ®áƒáƒšáƒªáƒ˜áƒ®áƒ˜áƒ¡ ოლქი – საარჩევნო უბანი 4.

უწყებათაშორისი  ჯგუფის განცხადებით, ამ საარჩევნო უბნებზე შემდეგი სერიოზული დარღვევები იქნა აღმოჩენილი: ბიულეტენების ჩაყრა (შვიდი შემთხვევა); ხმის რამდენჯერმე მიცემა (ხუთი შემთხვევა); სხვის მაგივრად ხმის მიცემა (ოთხი შემთვევა); ადგილობრივ დამკვირვებლებზე ზეწოლა ან დაშინება (სამი შემთხვევა); საარჩევნო ყუთის დაზიანება (ორი შემთხვევა); ოქმის არასწორად შედგენა (ორი შემთხვევა); ჩხუბი საარჩევნო უბანზე (ორი შემთხვევა).

გარდა ამისა, სასამართლოებმა გააუქმეს 12 საარჩევნო უბნის მონაცემები:

• გლდანის ოლქი – საარჩევნო უბანი 34;
• გორის ოლქი – საარჩევნო უბანი 48;
• გურჯაანის ოლქი – საარჩევნო უბანი 6;
• მარნეულის ოლქი – საარჩევნო უბნები 48, 50, 79;
• მცხეთის ოლქი – საარჩევნო უბანი 17;
• ნაძალადევის ოლქი – საარჩევნო უბანი 71;
• საგარეჯოს ოლქი – საარჩევნო უბნები 36, 37, 38;
• წალკის ოლქი – საარჩევნო უბანი 43.   

იმავდროულად, რესპუბლიკურმა პარტიამ 28 მაისს გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, თუ როგორ მანიპულირებენ ”ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იმავე საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და [მმართველი პარტიის] აქტივისტები” დალუქული კონვერტებით, რომლებშიც დევს საარჩევნო უბნებიდან მიღებული საარჩევნო მასალა. დავით ბერძენიშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში (რომელმაც ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატთან წააგო 14.45% - 52.5%-ის წინააღმდეგ) განაცხადა, რომ ამ დარღვევის საფუძველზე არჩევნების შედეგები ბათუმის ოლქში მთლიანად უნდა გაუქმდეს.    

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ვიდეომასალა გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადასცა და ამიტომ მას ამჟამად რეაგირების მოხდენა არ შეუძლია. ”ცესკო მხოლოდ მაშინ მოახდენს რეაგირებას, თუ ის [რესპუბლიკური პარტია] ამ საქმეს კომისიას წარუდგენს,” - განუცხადა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა Civil.Ge-ს 29 მაისს.

Civil.Ge © 2001-2024